Offline

Frontend web development React

670

0
შედარება
პროვაიდერი
0 out of 5
ხანგრძლივობა 6 თვე - 72 შეხვედრა
ლექტორი ტატო აბრამიშვილი, ცოტნე ღუტიშვილი
სერთიფიკატი -
დაწყების დრო აგვისტო

კურსის მიმოხილვა

ბოლო წლებია Frontend Development ერთ-ერთ ყველაზე მზარდ და პერსპექტიულ ინდუსტრიად გვევლინება. ამ ყველაფერში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა React-ის ბიბლიოთეკამ, რომელიც 2011 წელს შექმნა Facebook-მა და 2013 წელს open-source გახადა. დღეს React-ის ტექნოლოგია ყველაზე პოპულარულია და აქტიურ გამოყენებაშია ვებ დეველოპმენტში, და რაც მთავარია ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მიმართულებაა დეველოპმენტში.

ამ კურსის განმავლობაში შეისწავლით React 18 სტანდარტს და მიიღებთ ცოდნას, რისი საშუალებითაც შექმნით სრულფასოვან და ფუნქციონალურად გამდიდრებულ Frontend აპლიკაციებს. აპლიკაციები შექმნილი იქნება სწორედ React-ით, რასაც დეველოპერულ ენაზე SPA ანუ Single Page Application ეწოდება. კურსის განმავლობაში ასევე გაივლით React-ის ხელსაწყოებს, და დაეუფლებით TypeScript-ის ტექნოლოგიას. შეისწავლით React-თან მჭიდრო კავშირში მყოფ სხვადასხვა ბიბლიოთეკებსა და ტექნოლოგიებს როგორიცაა:  React Router, Redux, React-Query, GIT.

კურსის 6 თვიანი მოდული შედგება 4 თვიანი სწავლა-ტრენინგისგან, რომელიც დატვირთული იქნება სამუშაო დავალებებით და 2 თვიანი ციფრული პროდუქტის აწყობის მოდულისგან, რომელიც გულისხმობს ცირფული პროდუქტის – Amazon E-commerce-ის ანალოგის React ტექნოლოგიით აწყობას სადაც შესწავლილ თეორიას პრაქტიკაში გააცოცხლებთ.

კურსი ორიენტირებულია project based სწავლებაზე, რაც სტუდენტებს აძლევს საშუალებას, რომ მიიღონ არა მხოლოდ თეორიული ცოდნა, არამედ დაეუფლონ თითოეულ ხელსაწყოს და მასთან მუშაობას რეალურ სამუშაო პირობებში, რაც მათ საბოლოოდ დაეხმარება გახდნენ სრულფასოვანი Junion React დეველოპერები.

ყველა სტუდენტის სწავლის პარალელურად გაივლის კარიერის განვითარების პროგრამას, რომელიც შედგენილია უცხოელი პროფესიონალების მიერ, რომლებსაც ნამუშევარი აქვთ Goldman Sachs London IBS Group ში, McKinsey London Digital-ში, IBM-ის Digital გუნდში, Y Combinator-ის წევრ ტექ კომპანიებში. ხსენებული პროგრამა დაგეხმარებათ არამარტო უცხოეთში, არამედ საქართველოს ბაზარზე დასაქმებაშიც.

ყველა წარმატებულ კურსდამთავრებულს (ფინალურ გამოცდაში ვინც 70%-ს ან მეტს აიღებს) გამოეყოფა პერსონალური კარიერის მენეჯერი, რომლის სერვისებით სარგებლობასაც პირველი დამსაქმებლის მოძიებიდან 3 წლის განმავლობაში შეძლებთ, რაც ნიშნავს, რომ ეს პერსონალური კარიერის მენეჯერი დაგეხმარება მაშინაც, როცა შენი მეორე ან მესამე დამსაქმებლის მოძიებას დაიწყებ უფრო მაღალანაზღაურებად პოზიციაზე, რადგან შენი წარმატება ჩვენი წარმატებაა! 70%-იანი შეფასების მქონე სტუდენტები აგრეთვე ისარგებლებენ დასაქმების გარანტიით, რაც გულისხმობს, რომ კარიერის მენეჯერი ითანამშრომელებს მათთან იმ დრომდე, სანამ პირველ დამსაქმებელს არ მოიძიებენ და არ დასაქმდებიან წარმატებულად.

კურსის გავლის შემდეგ

  • შეგეძლება Single-page ვებ-აპლიკაციების დამოუკიდებლად აწყობა;
  • React- ის ყველა ძირითადი კონცეფციის თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გამოყენება;
  • React- ის ეკოსისტემაში სტადარტად ჩამოყალიბებული best practice და არქიტექტურული პატერნის გამოყენება;
  • TypeScript- ის ენაზე დამოუკიდებლად მუშაობა;
  • შეძლებ გამოიყენო თანამედროვე Javascript და ყველა ის ძირითადი კონცეფცია, რომელიც საჭიროა თანამედროვე დინამიკური ვებ-აპლიკაციების ასაწყობად. ახალი ტექნოლოგიების, framework-ებისა და ბიბლიოთეკების გარჩევა, სწავლა და გამოყენება დამოუკიდებლად;
  • დამოუკიდებლად განავითარო საკუთარი თავი სხვა Frontend framework-ზე მუშაობით თუ ბიბლიოთეკის შესწავლით;
  • გექნება სრულფასოვანი წარმოდგენა ვებ გვერდის მუშაობის პრინციპების და მისი კომუნიკაციის შესახებ Backend პლატფორმასთან;
  • გავლილი გექნება ტექნიკური ინტერვიუს ტრენინგი და გეცოდინება როგორ გაიარო ნებისმიერი დამსაქმებლის ტექნიკური ინტერვიუ წარმატებით.
  • გექნება აწყობილი შენი პირველი სრულფასოვანი ციფრული პროექტი Amazon E-commerce-ის ანალოგის სახით React-ის Framework-ით, რაც იქნება შენს მიერ აწყობილი პირველი სრულყოფილი ციფრული პროდუქტი რომლის წარმოჩენას შენს საკუთარ Github პორტფოლიოშიც შეზლებ დამსაქმებლის დასანახად და ტექნიკურ გასაუბრებაზე უპირატესობის მოსაპოვებლად.

ვისთვის არის კურსი

  • კურსი განკუთვნილია მათთის ვისაც სურს 0-დან შეაბიჯოს პროგრამირების სფეროში და დაეუფლოს ვებ დეველოპმენტს React -ის ბიბლიოთეკის-ის მიმართულებით და გახდეს Junior React Web დეველოპერი თეორიული და პრაქტიკული გამოცდილებით.
  • კურსი ასევე განკუთვნილია დეველოპერებისთვის, ვინც სხვა ტექნოლოგიებზე მუშაობს და აინტერესებს React-ი.
  • ნებისმიერი პროგრამული ენა რომელსაც სტუდენტი ფლობს დამატებითად ჩაითვლება უპირატესობად და დაეხმარება მას ვისაც უნდა რომ დასაქმდეს ჯუნიორად React-ის ტექნოლოგიის ათვისებაში.

დასაქმებაში ხელშეწყობა

  • გეძლევათ დასაქმების გარანტია ქართულ და უცხოურ ბაზარზე. Digital Institute იმ დრომდე ითანამშრომლებს თქვენთან, სანამ არ დაგასაქმებთ
  • გაივლი კარიერის განვითარების 24 მოდულიან პროგრამას, რომელიც შედგენილიია ქართველი და უცხოელი პროფესიონალების მიერ
  • გაივლი ტრენინგს როგორ დაწერო CV-ი Harvard University Resume Guideline-ის სტანდარტების დაცვით
  • გაივლი ტრენინგს როგორ დაწერო Cover Letter-ი Harvard University Resume Guideline-ის სტანდარტების დაცვით
  • გაივლი ტრენინგს როგორ გამართო და გამოიყენო Linked In-ის პლატოფრმა სამუშაოს და სხვადასხვა პროექტების მოსაძიებლად, პროფესიული კავშირების გასაზრდელად და ისწავლი პასიური და აქტიური დამსაქმებლების მოძიების ტექნიკებს.
  • ისწავლი რას აქცევენ უცოხელი და ქართველი დამსაქმებლები ყურადღებას და როგორ მოვემზადოთ ინტერვიუსთვის
  • ისწავლი როგორ წარმართო გაცნობითი და ტექნიკური ინტერვიუები წარმატებით და გაივლი ინტერვიუს ტრენინგს და სიმულაციებს
  • როგორ წარმოაჩინო ინტერვიუზე ახლად მიღებული უნარჩვევები და ცოდნა
  • გეცოდინება როგორ წარმართო დამსაქმებელთან ხელფასზე მოლაპარაკებები
  • როგორ მოიძიო მაღალანაზღაურებადი პოზიცია ქვენების მიხედვით (მოიზრება მხოლოდ: ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო, ევროპის ქვეყნები და საქართველო)
  • როგორ შეარჩიო დამსაქმებელი და სწორი პროექტი, რაც გამოცდილების კუთხით პროფესიულად გაგანვითარებს და შენს ღირებულებას გაზრდის როგორც დეველოპერის
  • გამოგეყოფა პერსონალური კარიერის განვითარების მენეჯერი პირველი დამსაქმებლის მოძიებიდან 3 წლის ვადით, რომელიც მუდმივად დაგეხმარება დამსაქმებლების და პროექტების მოძიებაში, აპლიკაციების გადაგზავნაში, რეზიუმესა და ლინქდინის განახლებაში
  • გექნება აწყობილი შენი პირველი სრულყოფილი ციფრული პროექტი Amazon E-commerce-ის ანალოგის სახით React-ის ბიბლიოთეკით, რაც იქნება შენს მიერ აწყობილი პირველი სრულყოფილი ციფრული პროდუქტი რომლის წარმოჩენას შენს საკუთარ Github პორტფოლიოშიც შეზლებ დამსაქმებლის დასანახად და ტექნიკურ გასაუბრებაზე უპირატესობის მოსაპოვებლად.

დეტალები: Frontend web development React

ლოკაცია

დაწყების დრო

ლექტორი

,

ხანგრძლივობა

შეფასებები

0.0 out of 5
0
0
0
0
0
შეფასების დაწერა

შეფასებები ჯერ არ არის.

შეაფასე პირველმა: “Frontend web development React”

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

No more offers for this product!

670

0
შედარება
პროვაიდერი
0 out of 5
upway.ge
Logo
რეგისტრაცია
Compare items
  • Total (0)
Compare
კალათა