გიდების online სკოლა
სალექციო კურსი მოიცავს თეორიულ ნაწილს და მოთხოვნის შემთხვევაში პრაქტიკულ
სამუშაოებს. კურსის დაწყება შესაძლებელია ნებისმიერ დროს, ახლად
დარეგისტრირებულები ჩაერთვებიან უკვე არსებულ ჯგუფებში და მოისმენენ სრულ
კურსს.
ვის შეუძლია დაეუფლოს გიდის პროფესიას?
ყველას, 16-დან 70 წლამდე, ვისაც აქვს გიდად მუშაობის პოტენციალი და სურვილი
გახდეს წარმატებული გიდი. კურსის დაწყებისას უცხო ენის ცოდნა სავალდებულო არ
არის, მაგრამ თუ სურს კურსის დასრულების შემდეგ გახდეს სერთიფიცირებული გიდი
და უახლოეს მომავალში დასაქმდეს სასურველია სრულყოფილად იცოდეს B2 დონეზე 1
უცხო ენა.
ლექციები იკითხება ონლაინ Google Meet პლატფორმის გამოყენებით, რაც
შესაძლებლობას მოგცემთ ჩაგვერთოთ საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან და
უცხოეთიდან.
ლექციები იკითხება საღამოს საათებში, 9 ან 10 საათზე დღეგამოშვებით კვირის გარდა.
ყოველი ლექციის შემდეგ მოსწავლეები მეილზე მიიღებენ ახსნილ მასალას.
წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერთიფიკატი, გაეწევათ
რეკომენდაცია წამყვან ტურისტულ კომპანიებში სადაც გაივლიან პრაქტიკებს რეალურ
ტურში და დასაქმდებიან.
გიდის 1 თვიანი ონლაინ კურსი ტარდება კვირაში 3-ჯერ: სამშაბათი, ოთხშაბათი, შაბათი საღამოს 9 საათზე. ლექციის ხანგრძლივობა 2 საათი.
გიდის 2 თვიანი ონლაინ ლექციები ტარდება კვირაში 3-ჯერ: ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი. საღამოს 10 საათზე, ლექციის ხანგრძლივობა 1 საათი.
მენტორი : თეა ქელეხსაშვილი
ტურიზმის სფეროში 15+ წლიანი გამოცდილება, ტურისტული კომპანია Jen tour-ის
უცვლელი დირქტორი 2010 წლიდან.
გიდად მუშაობის 3 წლიანი გამოცდილებით და 13 წლიანი გიდის კურსის ლექტორის
გამოცდილებით.
ღირებულება: 1 თვიანი კურსი-375ლ; 2 თვიანი კურსი – 390ლ (ორივე თვე)
დეტალები: გიდების online სკოლა
|
შეფასებები
შეაფასე პირველმა: “გიდების online სკოლა” კომენტარის გაუქმება
ჩვენი კურსის მსმენელები შეისწავლიან:
- საქართველოს ყველა ტურისტულად აქტიური რეგიონის ისტორიას(თბილისის,
მცხეთის, კახეთის და ა.შ.) - მითოლოგიას
- ტურ-გიდის წარმატების 12 პრინციპს
- ქართულ ხელოვნებას
- არქიტექტურაs
- მოსმენილი მასალის დამახსოვრების ტექნიკას
- გიდის ქცევის ნორმებს
- ტურისტის ფსიქოლოგიას
- აეროპორტში დახვედრის ეტიკეტს
- გაუთვალისწინებელ სიტუაციაში მოქმედების უნარებს
- გამოცდილი გიდების რჩევებს
₾375
მსგავსი კურსები
PMP გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსი
SEO/SEM
კოსმეტოლოგია – სრული პროგრამა
ბიზნეს ქოუჩინგი
₾375
შეფასებები ჯერ არ არის.