Online

ინტერიერის დიზაინის კურსი

600

1
შედარება
პროვაიდერი
ხანგრძლივობა 1 თვე - 10 შეხვედრა
ლექტორი ელენე ღვინეფაძე, თათა სვანიძე
სერთიფიკატი გაიცემა
დაწყების დრო ჯგუფის შევსებისთანავე

ინტერიერის დიზაინის კურსის განმავლობაში გაეცნობი ბევრ ტექნიკურ და თეორიულ ნაწილს, საინტერესო არქიტექტორებს, დიზაინერებს და მათ ნამუშევრებს. კურსი დაგეხმარება ინტერიერის დიზაინერად ჩამოყალიბებაში და ინდივიდუალური ხედვის ფორმირებაში

ლექტორები:

ელენე ღვინეფაძე

არქიტექტორი და ინტერიერის დიზაინერია

2018 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტი. შემდეგ ჩააბარა იმავე უნივერსიტეტში მაგისტრატურაზე არქიტექტურის განხრით. 1 სემესტრის შემდეგ წავიდა სასწავლებლად იტალიის ქალაქ ბარის ტექნიკურ უნივერსიტეტში.

მისი ყველაზე დიდი გამოცდილება ამ სფეროში იყო სასტუმროების ქსელ “Communal Hotels” – ში პროექტების კოორდინატორის პოზიცია. იტალიიდან დაბრუნების შემდეგ მუშაობა დაიწყო AD სტუდიოში, არქიტექტორად. ამჟამად მუშაობს mდეველოპმენტში, ინტერიერის დიზაინერის პოზიციაზე.

მის პროექტებს შორის არის საცხოვრებელი ბინის ინტერიერი, რჩეულიშვილის ქუჩაზე, Communal Hotels-ი და ნინოშვილზე მდებარე ფილიალი, სასტუმროს თელავის პროექტი. ასევე აქვს შესრულებული არქიტექტურული პროექტები Ad სტუდიოში მუშაობის პერიოდში: საწყობის პროექტი აეროპორტის დასახლებაში, ერთბინიანი საცხოვრებელი სახლი ტაბახმელაში, ერთბინიანი საცხოვრებელი სახლი წავკისში, ერთბინიანი საცხოვრებელი სახლი ლისზე, ასევე ნამუშევარი აქვს განაშენიანების რეგულირების გეგმაზე და საცხოვრებელ კორპუსზე დიღომში.

ანანო მეგრელიშვილი

არქიტექტორი და ინტერიერის დიზაინერი

2013 წლიდან მოღვაწეობს ინტერიერის დიზაინისა და არქიტექტურის სფეროში. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. გამოცდილება მიიღო საქართველოში ერთ-ერთწამყვან ინტერიერის დიზაინის სტუდიაში, როგორც საცხოვრებელი სახლების, ისე საზოგადოებრივისივრცეების პროექტებზე.

ამის შემდეგ გადაინაცვლა “მ2 დეველოპმენტში”, აქ მუშაობდა ისეთ დიდ კომპლექსზე, როგორიცაა”მ3 გელოვანი,” სადაც დაახლოებით 3000 ბინაა განთავსებული. ასევე გააკეთა მ2-ის ოფისიბათუმში და თბილისში. მისი პორტფოლიო მოიცავს, როგორც კერძო საცხოვრებელი სახლების, ისე ბინების ინტერიერს.

2022 წლიდან შეუერთდა საერთაშორისო კომპანია “Evolution Georgia”-ს, სცენის და ინტერიერისდიზაინერის პოზიციაზე. მის ნამუშევრებში შეხვდებით საერთაშორისო პროექტებს, მათ შორის, სტუდიების დიზაინს, სომხეთში, ლატვიაში, მალტაზე, აშშ-ში და ესპანეთში. 

დააფუძნა საკუთარი დიზაინ სტუდია “Concept Design Studio”, სადაც განახორციელა კერძოსაცხოვრებელი სახლების, საზოგადოებრვი სივრცეების, ოფისების პროექტები და ა.შ. 

მონაწილეობა მიუღია ფლორენციის დიზაინის კვირის გამოფენის (ერთ-ერთი ლოკაციის) მოწყობაზე. იტალიელი სკოლის მოსწავლეებისათვის ჩაატარა ვორქშოპი. ასევე სხვადასხვა ქალაქებისთვის თუ კომპანიებისთვის დაამზადა ესკიზური პროექტები.

საქართველოში დაბრუნებისთანავე ჩაერთო ადგილობრივ პროექტებში, რომლებიც ხშირ შემთხვევაში იმართებოდა უცხოური კომპანიების მიერ. შეხება ჰქონდა: გერმანელ, შვედ, ამერიკელ პროექტის მენეჯერებთან.

უმუშავია ისეთ მასშტაბურ პროექტებზე როგორიცაა: ჰილტონის ქსელის სასტუმრო, ბესტ ვესტერნი, ინდიგო. ასევე, პატარ-პატარა ბუწიკ სასტუმროები.

ამჟამად, აქვს საკუთარი კომპანია და მუშაობს ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებზე მაგალითად, გერმანული პროექტის ფრაგმენტული სასტუმროს (FRAGMENTED HOTEL) ფილიალი პორტუგალიაში.

მის მიმდინარე პროექტებს მიეკუთვნება: მწვანე სკოლის ფილიალი ნაძალადევში, თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის რამდენიმე ფილიალი, რომლის რეკონსტრუქცია/რესტავრაცია მიმდინარეობს, თბილისში რამდენიმე ცნობილი კაფეტერია/საკონდიტრო, ქართული და საერთაშორისო ბრენდის ოფისები.

დეტალები: ინტერიერის დიზაინის კურსი

სერტიფიკატი

ხანგრძლივობა

ლექტორი

,

ლოკაცია

დაწყების დრო

შეფასებები

0.0 out of 5
0
0
0
0
0
შეფასების დაწერა

შეფასებები ჯერ არ არის.

შეაფასე პირველმა: “ინტერიერის დიზაინის კურსი”

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

ინტერიერის დიზაინის კურსის სილაბუსი

  • ლექცია I –  ზოგადი მიმოხილვა 1. გაცნობა ლექტორის/სტუდენტების2. ზოგადი მიმოხილვა არქიტექტორის ისტორიის

    3. სხვადასხვა სტილის დეტალების განხილვა

    ლექცია II –   დიზაინერის მოვალლეობების განხილვა

    1. დავალების განხილვა (ჯგუფურად)

    2. ინტერიერის დიზაინერის მოვალეობები

    3. როგორ წავიკითხოთ ნახაზი

    4. საპროექტო ფართში ზომის აღების წესები

    ლექცია III –   გეგმარების მნიშვნელობა ინტერიერის დიზაინში

    1. დიზაინის სტანდარტები

    2. კომპოზიციის მნიშვნელობა

    3. იდეების გენერირება

    4. პირველადი მიმოხილვა არქიკადში

    ლექცია IV –   განათების მნიშვნელობა ინტერიერის დიზაინში

    1. დავალების განხილვა

    2. განათების დაგეგმარების პრინციპები ( მოძრაობის სცენარის შედგენა)

    3. განათების ტიპების განხილვა ( სპეციფიკაციები )

    4. ახალი დავალება (Brief)

    ლექცია V –  მასალების მიმოხილვა

    1. ზოგადი მიმოხილვა მასალებზე ( როგორც ადგილობრივი ასევე მსოფლიოს ბაზრის განხილვა)

    2. მასალების გამოყენების წესები

    3. დავალების განხილვა

    ლექცია VI –  ფოტოშოპის ბაზისები

    1. დავალების განხილვა

    2. ფოტოშოპის ბაზისები

    3. ფერის მნიშვნელობა ინტერიერში და მისი არჩევის წესები

    4. ფინალური პროექტის ფორმა

    5. ფინალური პროექტის გაცნობა

    ლექცია VII –  პროგრამები

    1. დავალების განხილვა

    2. ფოტოშოპის ცოდნის გაღრმავება

    3. არქიკადის დეტალები

    ლექცია VIII –  პროექტირების ტექნიკური მხარე 

    1. მასალების მოძიება ადგილობრივ ბაზარზე

    2. ურთიერთობა დამკვეთსა და შემსრულებლებთან

    3. პრაქტიკული რჩევები

    ლექცია IX –  მაგალითების განხილვა

    1. სამაგალითო პროექტების განხილვა (შეცდომების გააზრება)

    2. მიმდინარე პროექტის გარჩევა

    3. პრაქტიკული რჩევები

    ლექცია X –  ფინალური განხილვა 

    1. ფინალური პროექტის პრეზენტაცია

    2. შეცდომების გააზრება და შესაბამისი პრაქტიკული რჩევები

    3. პროფესიული განვითარების შემდგომი ეტაპების განხილვა

No more offers for this product!

600

1
შედარება
პროვაიდერი
upway.ge
Logo
რეგისტრაცია
Compare items
  • Total (0)
Compare
კალათა