ადამიანური რესურსების მართვა

თანამედროვე სამყაროში ადამიანური კაპიტალის მართვის აქტუალობასა და მნიშვნელოვნებასთან ერთად იზრდება ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები, სტანდარტები და მიდგომები. სხვადასხვა ინოვაციური მეთოდის დანერგვა პროცესში მნიშვნელოვანი ხდება. ტრენინგი – ადამიანური რესურსების მართვა შეიქმნა პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაყრდნობით და მონაწილეებს სთავაზობს ქართულ რეალობაზე მორგებული პრაქტიკების გაზიარებას და დანერგვას სამუშაო პროცესში.
მეთოდოლოგია
ტრენინგზე გამოყენებული იქნება: სალექციო ფორმატი, ქვიზები, პრაქტიკული მაგალითების განხილვა. მონაწილეები იმუშავებენ HRM პროექტებზე როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად.
კურსს გაუძღვება:
თამარ კელენჯერიძე – 10+ წლის გამოცდილება ადამიანური კაპიტალის მართვის და განვითარების მიმართულებით, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო კომპანიებში და პროექტებში; ვალენსიის და კოიმბრის უნივერსიტეტების მაგისტრი შრომა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიაში; პენსილვანიის უნივერსიტეტის ვარტონის სკოლის ონლაინ კურსის “Gamification” კურსდამთავრებული; ერასმუს უნივერსიტეტი როტერდამის ონლაინ კურსის “Serious Gaming” კურსდამთავრებული; ვორკშოპების მართვის ინოვაციური მეთოდის LEGO® SERIOUS PLAY® სერტიფიცირებული ფასილიტატორი
დეტალები კურსზე:
- ფასი: 700.00 ₾
- ხანგრძლივობა: 22 საათი
- დაწყების თარიღი: 08.01.2024
- დასრულების თარიღი: 12.02.2024
- დაწყების დრო: 19:00
- დასრულების დრო: 21:00
- დღეები: ორშაბათი / ოთხშაბათი
- ადგილების რაოდენობა: 10
- ფორმატი: დისტანციური
დეტალები: ადამიანური რესურსების მართვა
|
შეფასებები
შეაფასე პირველმა: “ადამიანური რესურსების მართვა” კომენტარის გაუქმება
შინაარსი
-
რა არის ადამიანური რესურსების მართვა – ისტორია, პროცესები, HRM-ის როლი და ძირითადი HRM კომპეტენციები
-
რა არის ორგანიზაცია – ორგანიზაციული მიზნების, ამოცანების და სტრუქტურის ფორმირება
-
HRM-ის ძირითადი დოკუმენტაცია, სამუშაო აღწერები, პოლისები და მატრიცები
-
თანამშრომლობის 7 საფეხურიანი ციკლი
-
მოზიდვა-შერჩევა, დამსაქმებლის ბრენდინგი, მოზიდვის წყაროები, გასაუბრების დაგეგმვა, შერჩევის მეთოდოლოგია და ინსტრუმენტები
-
შეფასების სისტემები, თანამშრომელთა მოტივაციისა და შენარჩუნების სტრატეგიები
-
ტრენინგები და განვითარების გეგმები
-
კომპანიის კულტურა და კლიმატი, თანამშრომელთა ურთიერთობების მართვა
-
უსაფრთხო სამუშაო გარემო, დისტანციური მუშაობის გამოწვევები და პრაქტიკები
-
HRM-ის საქმიანობის შეფასების ძირითადი მაჩვენებლები
-
სამართლიანობა და ეთიკა HR-ში
-
გეიმიფიკაცია HR-ში

₾700
მსგავსი კურსები

ბრენდ დიზაინის კურსი


HR-ადამიანური რესურსების მართვა


ტრენერთა ტრენინგი

₾700
შეფასებები ჯერ არ არის.