Online

ნუტრიციული მასტერკლასი სრული ტრანსფორმაციისთვის

300.00

0
შედარება
პროვაიდერი
0 out of 5
ხანგრძლივობა 6 შეხვედრა
ლექტორი სანდრო ნოზაძე
სერთიფიკატი -
დაწყების დრო ჯგუფის შევსებისთანავე


ყველა ადამიანს სურს იყოს ჯანმრთელი.  ჯანმრთლობაზე, კი უდიდეს ზეგავლენას ახდენს ჯანსაღი კვება, ფიზიკური აქტივობა, ხარისხიანი ძილი და სტრესის მართვა. დღევანდელ რეალობაში ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად, ინფორმაციის ნაკლებობა ნამდვილად აღარაა პრობლემა, მაგრამ პრობლემად რჩება სანდო, მარტივად გასაგები და პრაქტიკაში აპრობირებული ინფორმაცია.

6 თემა გადანაწილებული 6 დღეზე –  ამომწურავი ინდივიდუალური მოდულები კვებასთან , ძილთან, სტრესტან და კვებით ჩვევებთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნეოვან კომპონენტზე.

კურსი მოიცავს, როგორც უშუალოდ სხვადასხვა საკვების და მათი კატეგორიების დეტალურ ანალიზს, ასევე მათ ზეგავლენას ორგანიზმზე, ისევე როგორც ორგანიზმის მიერ მათი ათვისების მექანიზმს. კურსი ასევე მოიცავს ცალკე მოდულებს კვებით ჩვევებზე,  ძილზე და სტრესის მართვაზე.

კურსის ღირებულებაში საჩუქრად შედის ინდივიდუალური კვების გეგმის შედგენა (მორგებული თქვენს მიზნებზე, ასაკზე, წონაზე,

სქესზე, სიმაღლეზე და აქტივობის დონეზე) და სპეციალური Whattsup ჯგუფი სადაც მხოლოდ თქვენთვის საინტერესო კითხვებზე მოხდება პასუხების გაცემა.

კურსის დასრულების შემდეგ თქვენ გარანტირებულად შეცვლით თქვენს დამოკიდებულებას საკვების მიმართ, ეს ახლებური ხედვა და ფასეული ინფორმაცია დაგეხმარებათ მოახდინოთ არამხოლოდ სხეულის, არამედ ცხოვრების ტრანსფორმაცია.

თქვენ აღარ მოგიწევთ სხვადასხვა წყაროდან ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციის მიღება და მისი ანალიზი, რადგან სანდო და უტყუარი ინფორმაცია უკვე თქვენს ხელში იქნება.

როგორ? – კურსში ძალიან მარტივ ენაზე არის ახსნილი საკმაოდ რთული მეცნიერული და ნუტრიციული ასპექტები, რომლის უკან ძალიან ბევრი სანდო კვლევა დგას და რომელიც გატესტილია 150,000 მეტ ადამიანზე.

ტრეინინგის ფასში შედის ინდივიდუალური კვების გეგმის შედგენა და Whattsup ჯგუფი.

ჯგუფს გაუძღვება:

სანდრო ნოზაძე

სანდრო  კანადური აკადემია Precision Nutrition-ის მიერ სერთიფიცირებული ნუტრიციის ქოუჩია. სანდრო  ჩვევებზე დაფუძნებული ნუტრიციული ინტერვენციებით ეხმარება ადამიანებს მიაღწიონ თავიანთ მიზნებს, იქნება ეს წონის კლება, მატება, თუ ზოგადი ჯანმრთელობის გაუმჯობესება.  კვებასთან ერთად, მის პრაქტიკაში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ძილის, მოძრაობის და სტრესის მართვის კომპონენტებზე. სანდრო მუშაობს როგორც ინდივიდუალურად, ისე  ჯგუფურად. ატარებს ტრეინინგებს კორპორაციებში, სპორტულ გუნდებში და საგანმანათლებლო უწყებებში.

შესაძლებელია თანხის გაყოფა.

დეტალები: ნუტრიციული მასტერკლასი სრული ტრანსფორმაციისთვის

ლოკაცია

დისტანციურად

დაწყების დრო

ჯგუფის შევსებისთანავე

ლექტორი

სანდრო ნოზაძე

ხანგრძლივობა

6 შეხვედრა

შეფასებები

0.0 out of 5
0
0
0
0
0
შეფასების დაწერა

შეფასებები ჯერ არ არის.

შეაფასე პირველმა: “ნუტრიციული მასტერკლასი სრული ტრანსფორმაციისთვის”

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

1. ინტერაქტიული შესავალი. კითხვა – პასუხი. ენერგიის ხარჯვითი ნაწილები, კალორია,  საჭმლის გადამამუშავებელი  სისტემა, მისი მნიშვნელობა და საკვები ნივთიერებების ათვისება (ანიმაციური რგოლი)

2. მაკრონუტრიენტი N1 – ცილა – მისი მნიშვნელობა, ათვისების პროცესი, და საკვების საუკეთესო წყაროები.

3. მაკრონუტრიენტი N2 – ნახშირწყალი – მისი როლი და ზეგავლენა კუჭნაწლავზე, უჯრედისი, ათვისების პროცესი, და საკვების საუკეთესო წყაროები.

4. მაკრონუტრიენტი N3 – ცხიმი – მისი მნიშვნელობა და კატეგორიები, ზეგავლენა ადამიანის უჯრედებზე, ათვისების პროცესი და საკვების საუკეთესო წყაროები, რომელ ზეთში ჯობია შეწვა და რომელს უნდა მოვერიდოთ.

5. კვებითი ჩვევები,  მათი ზეგავლენა ჩვენს ჯანმრთელობაზე (კვების სიჩქარე, სტრესული ემოციური კვება,  კვება და გაჯეტები/სენსორული ინფომრაცია, კვების დაგეგმვა )

6. ძილი და მისი მნიშვნელობა (ვიდეო რგოლი ძილის ფაზებით და პრაქტიკული რჩევები არეული ძილის და ბიოლოგიური საათის გამოსასწორებლად + სუნთქვითი ვარჯიშები უკეთესი ძილისა და სტრესის შემცირებისთვის.

No more offers for this product!
ნუტრიციული მასტერკლასი სრული ტრანსფორმაციისთვის
ნუტრიციული მასტერკლასი სრული ტრანსფორმაციისთვის

300.00

0
შედარება
პროვაიდერი
0 out of 5
upway.ge
Logo
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
Compare items
  • Total (0)
Compare
კალათა