ფოტოგრაფია
კურსი
Colab•კოლაბი წარმოგიდგენთ გურამ წიბახაშვილის და თინათინ კიღურაძის ფოტოგრაფიის კურსს. სასწავლო პროგრამა აგებულია ვორქშოპის პრინციპზე და მაქსიმალურად არის დატვირთული პრაქტიკული სამუშაოებით. კურსის მიზანია სტუდენტმა შეისწავლოს ფოტოგრაფიის არამარტო თეორიული მხარე და საფუძვლები, არამედ განავითაროს ხედვა, დაგეგმოს, ააწყოს, სწორად ასახოს და გადმოსცეს სათქმელი. შეისწავლოს ფოტოგრაფიის როგორც თანამედროვე ასევე საწყისი ეტაპები.
სპიკერი:
გურამ წიბახაშვილი, ადამიანი რომელიც 40 წელია რაც ფოტოგრაფიის ინდუსტრიაში მოღვაწეობს, მის სახელს უკავშირდება მრავალი გალერიის, გამოფენის, ჟურნალ-გაზეთის, მუზეუმის დაარსება და გახსნა. მან არაერთი საქართველოს ისტორიისთვის ფასდაუდებელი და ისტორიული კადრი აღბეჭდა ფირზე. თინათინ კიღურაძე 2009 წლიდან ფოტოგრაფიის სფეროში მოღვაწეობს. მისი პერსონალური ნამუშევრები გამოფენილია გერმნიაში, ავსტრიასა თუ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. იგი აქტიურადაა ჩართული
თბილისის ფოტოგრაფიის ფესტივალის ორგანიზებასა და დამწყები ფოტოგრაფების ხელშეწყობა მისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოტივატორია.
ფასი: 1500 Gel (შეგიძლიათ ეტაპობრივად გადახდა)
პროვაიდერი : colab
დეტალები: ფოტოგრაფია
|
შეფასებები
შეაფასე პირველმა: “ფოტოგრაფია” კომენტარის გაუქმება
სილაბუსი:
ლექცია #1: ფოტოგრაფიის დასაწყისი, წინაპირობები,
კამერა ობსკურა,
დაფიქსირების პირველი ქიმიური პროცესები. დაგერი, ტალბოტო, ნიეფსი.
ლექცია #2: შუქი,
შუქის ფერი,
შუქის ინტენსიობა და გაზომვის მეთოდები.
ლექცია #3: კლასიკური პორტრეტი და ფოტოგრაფიული პორტრეტი როგორც მისი გაგრძელება.
ნადარი, ზანდერი, კამერონი.
ლექცია #4: ფოტოაპარატის აგებულება, შუქმგრძნობელობა,
დიაფრაგმა,
სიჩქარე.
ლექცია #5: ობიექტივები, ნორმალური, ფართოკუთხიანი, გრძელფოკუსიანი.
ლექცია #6: ფირით გადაღება, გამჟღავნება.
ლექცია #7: ანალოგური ბეჭდვა
ლექცია #8: კარტიე ბრესონო გადამწყვეტი წამი.
კომპოზიცია.
ლექცია #9: მაგნუმი – რობერტ კაპა, კუდელკა,
მაგნუმი დღეს და სხვა სააგენტოები.
ლექცია #10: კონცეპტუალური – დუანა მიჰალს და ამერიკული ფოტოგრაფია.
ლექცია #11: კონცეპტუალური ფოტოგრაფია, გერმანია.
ბეჰერების სკოლა.
ლექცია #12: სტუდიური განათება მუდმივი პრაქტიკული ნატურმორტი.
ლექცია #13: იაპონური ფოტოგრაფია, სუგიმოტო,
იამამოტო,
მორიამა,
არაკი ან ქართული ფოტოგრაფია დასაწყისიდან დღემდე.
ლექცია #14: სტუდიური განათება ბლიცები,
პორტრეტი.
ლექცია #15: ფოტოგრაფია როგორც საბოლოო პროდუქტი, გამოფენა,
წიგნი,
კონკურსი.
₾1,500
მსგავსი კურსები
პროექტების მართვა 3.0
ცხოვრების დიზაინი
წარმატების მენტორინგი
₾1,500
შეფასებები ჯერ არ არის.