თვითპოზიციონირების ხელოვნება
კლასტერ მოდული, 2019 წლიდან ბაზარზე ცნობილია, როგორც პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი.
ტრენინგ კურსები პიროვნული და პროფესიული განვითარების რამდენიმე ასპექტს მოიცავს.
ყველა ტრენინგი მიმართულია მონაწილეთა შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოვლენაზე, მოქნილი აზროვნების განვითარებასა და ემოციური და ინტელექტუალური რესურსების კონგრუენტულობაზე.
“თვითპოზიციონირების ხელოვნების” კურსის მიზანია: საკუთარი თავის ეფექტურად წარდგენა ნებისმიერი ტიპისა თუ სიდიდის აუდიტორიის წინაშე, ვიდეო-კამერასთან მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარება, თვითრწმენის გაზრდა და საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გაცნობიერება. აქტიურად გამოიყენება თანამედროვე ნეირო მარკეტინგისა და ნეირო ფსიქოლოგიის მიღწევები. ტრენინგში ჩართულია კვალიფიციური ვიდეო ოპერატორი, რომელიც თითოეულ შეხვედრას იწერს ვიდეო კამერაზე, მისი შემდგომი განხილვა-შედარების მიზნით.
კურსი ხასიათდება ინტერაქტიულობით, ახალი უნარ-ჩვევების ადგილზე დასწავლისა და მოკლე ვადებში მაქსიმალური ეფექტის მიღწევით. კურსის მსვლელობაშივე ხდება მონაწილეთა პიროვნული ან კორპორაციული ქცევითი მოდელის შეცვლა – ქცევითი ჯაჭვის არასასურველი რგოლების აღმოჩენა-გააზრება და მათი სასურველი რგოლით ჩანაცვლება. ტრენინგის ჩატარება შესაძლებელია როგორც ჯგუფურად, ისე – ინდივიდუალურად.
თვითპოზიციონირების ტრენინგზე გაეცნობით შემდსეგ საკითხებს: სტრესის მართვა,საჯარო გამოსვლები, კამერასთან მუშაობა, ეფექტური კომუნიკაცია და საკუთარი თავის პოზიციონირება.
კურსს გაუძღვება: ია ბერსენაძე
ტექნიკური მენეჯერი: ბაქარ აბრამიშვილი
ტრენინგზე დასწრება შეგიძლიათ როგორც ფიზიკურ, ასევე, ონლაინ რეჟიმშიც.
ჯგუფში დამსწრეთა რაოდენობაა 8-10 ადამიანი.
ტრენინგის დასრულების შემდეგ მიიღებთ სერთიფიკატს.
ლექციების განრიგი:
31 ოქტომბერი – 19:00 საათიდან 23:00 საათამდე;
7 ნოემბერი – 19:00 საათიდან 23:00 საათამდე;
14 ნოემბერი – 19:00 საათიდან 23:00 საათამდე;
21 ნოემბერი – 19:00 საათიდან 23:00 საათამდე;
28 ნოემბერი – 19:00 საათიდან 23:00 საათამდე;
დეტალები: თვითპოზიციონირების ხელოვნება
|
შეფასებები
შეაფასე პირველმა: “თვითპოზიციონირების ხელოვნება” კომენტარის გაუქმება
ლექციების თემებია:
- სტრესის მართვა
- გლოსოფობია, კამერის ფობია, მათი მიზეზები და დაძლევის მეთოდები
- არავერბალური კომუნიკაციის გაშიფვრა
- საკუთარი არავერბალური კომუნიკაციის კონტროლის მექანიზმები
- სხეულისა და გონების ურთიერთქმედება
- სხეულის ენის, ემოციისა და ვორდინგის თანხვედრა
- ხმა, ტემპორითმი, მოდულაციები
- თვალების პროექცირება
- მხედველობითი კონტაქტი, მისი მნიშვნელობა და დომინაცია-სუბორდინაციის მოდელი
- სტერეოტიპების საფრთხე და მათი მართვა
- ჯგუფში ლიდერობის მოპოვების ტექნიკები
- წინასწარი განწყობის შექმნა და მისი ტექნიკები
- მოლოდინების თეორია
- საჯარო გამოსვლის ტიპები და მათი სტრუქტურირება
- დისკუსიის მართვა
- წარსადგენი მასალის ზომა, თაიმინგი
- მასალის მიწოდება
- კონტაქტის დამყარება
- გამოსვლის ტექსტზე მუშაობის სპეციფიკა
- აუდიტორიაზე ზეგავლენის ტიპები და მათი ტექნიკები
- ნეირო მარკეტინგისა და ნეირო ფსიქოლოგიის გამოყენება კომუნიკაციასა და საჯარო გამოსვლებში
- სიტყვის წარმოთქმა
- დასწავლული და იმპროვიზირებული გამოსვლები და მათი ტექნიკები
- გამოსვლის დასაწყისი და ფინალი
- სწორი მესიჯების შერჩევა
- აუდიტორიის შესწავლა, მათი მოლოდინების განსაზღვრა და კომუნიკაცია
- მასლოუს თეორია საჯარო გამოსვლებში
- აუდიტორიის პერსონიფიცირება
- არაცნობიერი გადაწყვეტილებები, მათი წარმომავლობა და მართვა
- მცირე ციფრების თეორია
- ევრისტიკული ალბათობა და მათი გამოყენება
- სისტემა 1 vs სისტემა 2
- ინფორმაციის მიმღები სისტემები: ვიზუალური, აუდიალური და კინესთეტიკური
- დასმული შეკითხვების სავარაუდო ფორმები და მათთან გამკლავება.
- ზემოქმედება და დარწმუნება
- იმიჯის შერჩევა
- ჯგუფის/სოციუმის ქცევითი ჯაჭვის გამოვლენა და არასასურველი ნორმის სასურველით ჩანაცვლების ტექნიკები
- ეფექტური ინტერვიუს მოდელი
- ინტერვიუს მიცემის იმიტირება
- პირდაპირი ჩართვის რეჟიმში მუშაობის თავისებურებანი
- პრეს კონფერენციების გამართვის სპეციფიკა
- ფორს მაჟორულ სიტუაციებში მოქმედება და სწორი რეაგირება
- საკუთარი თავის ფლობა
- პროვოკაციულ შეკითხვებზე სწორი რეაგირება
₾2,500
მსგავსი კურსები
გრაფიკული დიზაინის ანბანი
მუსიკის თეორიის საფუძვლები
ვებ პროგრამირება PHP
გრაფიკული დიზაინი
₾2,500
შეფასებები ჯერ არ არის.