UI დიზაინი

1,400

0
შედარება
პროვაიდერი
0 out of 5
ხანგრძლივობა 7 კვირა-14 შეხვერდა
ლექტორი სოფო გოგიშვილი
სერთიფიკატი გაიცემა
დაწყების დრო გაზაფხული

კურსის აღწერა

დიზაინის აქტიური გაციფრულების ერაში ჩნდება მზარდი და გადაუდებელი საჭიროება ისეთი პროდუქტების, სისტემებისა და სერვისების შექმნის, რომელიც ადამიანებს კომპიუტერთან ინტერაქციას გაუმარტივებს.

ინტერფეისის დიზაინი, როგორც დისციპლინა, შეისწავლის ადამიანის ქცევას და უნივერსალური გამოსახულების მეთოდებს, რათა შეიმუშაოს ინტერაქციის ისეთი პრაქტიკები, რომლებიც უკეთ მოერგება მომხმარებლის ინტუიციას, პრინციპებს, საჭიროებებსა და გადაწყვეტილებებს.

კურსის ფარგლებში სრულად განვიხილავთ და გავივლით ყველა იმ ეტაპს და მეთოდს, რასაც ინტერფეისის დიზაინერის მოვალეობა და სამუშაოს სპეციფიკა ითვალისწინებს: ბრიფისა და კონცეფციის ანალიზიდან დაწყებული, კომპლექსური Wireframe-ის, დიზაინ სისტემის, Flow-ს, სტრუქტურის შემუშავებით, ტესტინგითა და პროტოტაიპის პრეზენტაციით დასრულებული.

სწავლების მეთოდი ძირითადად პრაქტიკაზეა დაფუძნებული, რაშიც იგულისხმება სალექციო კურსის მიმდინარეობისას მიღებული დავალებები, დამოუკიდებლად შესასრულებელი სავარჯიშოები და ინდივიდუალური პროექტი.

კურსის გავლის შემდეგ შეგეძლება
  • ბრიფის ანალიზი, პროექტის მთავარი მისიის და მომხმარებლის საჭიროებების იდენტიფიცირება;
  • ციფრული პროდუქტის სპეციფიკის, ვიზუალური სტრატეგიისა და კონცეფციის განსაზღვრა;
  • კომპლექსური დიზაინ პროცესის მენეჯმენტი;
  • დიზაინის ვიზუალური მახასიათებლების შემუშავება;
  • სხვადასხვა გრაფიკულ მოწყობილობაზე მორგებული დიზაინ სისტემის შემუშავება;
  • ფუნქციური დიზაინის პრინციპების (Human Centered Design, Design Thinking, ხელმისაწვდომობა, თანასწორობა და ეთიკა) ინტერფეისში დანერგვა და გათვალისწინება;
  • პროტოტაიპინგი, პროდუქტის ტესტინგი, Feedback-ის ანალიზი, იმპლემენტაცია და შეფასება;
  • ციფრული პროდუქტის პრეზენტაცია/წარდგენა და ამისთვის საჭირო გზების და ხერხების მოძიება.
ვისთვის არის კურსი

კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს UI დიზაინის ბაზისის შესწავლა ან ამ სფეროში უკვე არსებული ცოდნის, უნარ-ჩვევების გაღრმავება, ვისაც აქვს გრაფიკული პროგრამების ინტერფეისთან მუშაობის გამოცდილება ან სხვა ტიპის პროფესიული შეხება ციფრულ პროდუქტებთან. ასევე აქვს ინგლისური ენის საკმარისი ცოდნა იმისთვის, რომ შეძლოს დოკუმენტაციისა თუ ტექნიკური აუდიო/ვიდეო კონტენტის გააზრება.

კურსი მოიცავს

კურსი მოიცავს პრაქტიკაზე დაფუძნებულ სწავლებას, რაშიც იგულისხმება დავალებები / სავარჯიშოები და ინდივიდუალური პროექტი.

პროგრამის განმავლობაში მიიღებ რჩევებსა და კონსულტაციებს კარიერული დაგეგმვის კუთხით. მისი წარმატებით დასრულების შემთხვევაში კი გექნება კარიერული მხარდაჭერა Commschool-ის პარტნიორი კომპანიებისგან, რაც გამოიხატება ექსკლუზიურ სამუშაო შემოთავაზებებსა და სტაჟირებაში.

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტი მიიღებს ორენოვან სერტიფიკატს.

კურსს გაუძღვება:

სოფო გოგიშვილი

სოფოს ციფრული პროდუქტის დიზაინზე და მის განვითარებაზე მუშაობის 8 წლიანი გამოცდილება აქვს. თანამშრომლობდა სხვადასხვა ტიპის კომპანიებსა და კლიენტებთან მთელი მსოფლიოს გარშემო, პატარა Start-up-ებიდან დაწყებული აღიარებული ბრენდებით დამთავრებული, როგორებიცაა: Visa, Netflix, Sandlane, Microsoft, Siemens, Cash app, H&M და სხვა. ამჟამად სოფო Lead Digital Product Designer-ია TBC Pay-ში. პორტფოლიოს ბმული: https://www.behance.net/sofometqi

დეტალები: UI დიზაინი

ლექტორი

სერტიფიკატი

ხანგრძლივობა

დაწყების დრო

შეფასებები

0.0 out of 5
0
0
0
0
0
შეფასების დაწერა

შეფასებები ჯერ არ არის.

შეაფასე პირველმა: “UI დიზაინი”

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • 1. შესავალი

    • ადამიანის და კომპიუტერის ინტერაქცია
    • ინტერფეისის დიზაინი, მეთოდები და საბაზისო პრინციპები
    • ინტერფეისის დიზაინერის სქილები, მოვალეობები და სამუშაოს სპეციფიკა
    • ინტერფეისის დიზაინის, ესთეტიკა, ფორმები, კომპოზიცია და ლეიაუთი
    • დიზაინის ფუნქციური და უნივერსალური გამოსახულება
    • ტრენდების კვლევა და ბაზრის მიმოხილვა
    • ქოფირაითი და უფლებები
    • გუნდების ორგანიზება და სამუშაოს გადანაწილების პრინციპები
    • გუნდთან საკომუნიკაციოდ საჭირო პლატფორმები
    • პრაქტიკული დავალება
  • 2. ინტერფეისის დიზაინის დეფინიცია

    • კომპანია / ბრენდი, მომხმარებელი
    • პრინციპები, სტრუქტურა, ასოციაცია, ხასიათი, ექსპრესიის ფორმები და პროდუქტი
    • კომპლექსური პროცესის მენეჯმენტი და ფორმულა
    • ბრიფი, საიტის რუკა, UX Research, Wireframe და სხვა პრე-დიზაინ პროცესები
    • UX/UI საჭირობები, თანაკვეთა და განსხვავებები
    • ინტერფეისის დიზაინერის ხელსაწყოები
    • საჭირო პლატფორმების განხილვა (Sketch, XD, Figma)
    • პრაქტიკული დავალება
  • 3. ორგანზომილებიანი გრიდის სისტემები, დიზაინის ეთიკა და ფილოსოფია

    • ფიგმას ინტერფეისის დეტალური ანალიზი
    • გრიდის ზოგადი წესები და წესები რასტრულ სისტემებთან მიმართებაში
    • ინფორმაციის იერარქია
    • ტიპოგრაფიის გრიდი და მახასიათებლები
    • კონტენტის ლოგიკური ორგანიზება
    • კომპოზიცია
    • დიზაინის ეთიკა და ფილოსოფია
    • დიზაინერის თულქითი
    • პრაქტიკული დავალება
  • 4. ბრიფი, ინტერფეისის დიზაინის ტიპები და ვიზუალური მახასიათებლები

    • ფიგმას ინტერფეისის დეტალური ანალიზი
    • ფიგმას ინტერფეისის დეტალური ანალიზი
    • სხვადასხვა გრაფიკული მოწყობილობა და მათი მახასიათებლები ინტერფეისთან მიმართებით
    • ფერის პალიტრა, ტონები, გრადაცია, ჩრდილები. პირველადი და მეორეული ფერები
    • ბრიფინგი, პრინციპები, კითხვები, ტიპები და კლიენტთან კომუნიკაციის tips & tricks
    • ფასწარმოება (Pricing), როგორ ვზომავთ სამუშაოს მოცულობას და ღირებულებას.
    • პრაქტიკული დავალება
  • 5. ბრიფი, ინტერფეისის დიზაინის ტიპები და ვიზუალური მახასიათებლები 2

    • ბრენდინგის ადაპტაცია და მისი ელემენტების გამოყენება ინტერფეისში
    • განათება, ბალანსი, განზომილება, სიმეტრია, პატერნები და ნეგატიური სივრცე
    • კონტენტი
    • კონკურენტების და ბაზრის ანალიზი
    • სტრატეგია
    • კონცეფციის შემუშავების პროცესი, მასში ჩართული პირები და საკითხები
    • მუდბორდი, ესთეტიკა, სტილისტიკა
    • პრაქტიკული დავალება
  • 6. კონსისტენტურობა, Flow, Storytelling და Wireframe

    • Flow
    • Site Map
    • Wireframing
    • შიდა გვერდების სპეციფიკა
    • სტრუქტურა
    • პრაქტიკული დავალება
  • 7. დიზაინ სისტემა

    • სთაილგაიდის შექმნა და ტექნიკური ანალიზი
    • გრიდის შემუშავება
    • ტიპოგრაფიული ინფორმაციის იერარქიის გაწერა
    • კომპონენტებზე მუშაობა
    • აიქონოგრაფია, რესურსები, სტილების განხილვა
    • ღილაკების სთეითები, ფერების ტონები
    • პრაქტიკული დავალება
  • 8. მისია, ფიდბექი და შეფასების კრიტერიუმები

    • ფიდბექის მიღების და მისი დიზაინში იმპლემენტაციის გზები
    • Design thinking
    • ინტერფეისის ფუნქციურობის შეფასების კრიტერიუმები
    • Landing Page და ვების დიზაინის კომპლექსური ელემენტები
    • პრაქტიკული დავალება
  • 9. ფუნქციური და უნივერსალური დიზაინის პრინციპები

    • მომხმარებლის საჭიროებების გათვალისწინება და მათზე მორგება
    • user და end user
    • ფუნქციური და უნივერსალური დიზაინი
    • Human centered design
    • დიზაინის ხელმისაწვდომობა და თანასწორობა
    • პრაქტიკული დავალება
  • 10. Responsive Design

    • Responsive Design-ის საჭიროება და მახასიათებლები
    • Responsive Style Guide
    • Human Interface / Material Design Guideline
    • ვების პროდუქტის სხვადასხვა გრაფიკულ მოწყობილობაზე ადაპტაცია
    • პრაქტიკული დავალება
  • 11. პროტოტაიპინგი

    • პროტოტაიპის აწყობა (ტექნიკური მახასიათებლები)
    • პროტოტაიპის გატესტვა
    • ინტერფეისის ტესტინგი
    • პრობლემების იდენტიფიცირება
    • პრობლემის გადაჭრის გზები
    • პრაქტიკული დავალება
  • 12. შეფასების კრიტერიუმები

    • ინტერფესის ფუნქცია / მიზნის იდენტიფიცირება
    • მისიის შეფასება
    • ინტუიცია, მოხერხებულობა, სიმარტივე, სისუფთავე და სხვა ინტერფეისის ხარისხის
    • განსაზღვრისთვის საჭირო კრიტერიუმები
    • პრაქტიკული დავალება
  • 13. პრეზენტაცია

    • კონცეპტის პრეზენტირება
    • მოქაფების ფუნქცია და მიმოხილვა
    • კლიენტთან წარდგენის გზები და ხერხები
    • პროექტის მომზადება დიზაინ პლატფორმებზე პრეზენტაციისთვის
    • დიზაინ სისტემის პრეზენტაცია
    • სტრატეგიის ჩამოყალიბება და კომუნიკაცია
    • პრაქტიკული დავალება
  • 14. ფინალური პროექტის წარდგენა

    • პრეზენტაცია
No more offers for this product!

1,400

0
შედარება
პროვაიდერი
0 out of 5
upway.ge
Logo
რეგისტრაცია
Compare items
  • Total (0)
Compare
კალათა