UI დიზაინი

1,400

0
შედარება
პროვაიდერი
0 out of 5
ხანგრძლივობა 7 კვირა-14 შეხვერდა
ლექტორი სოფო გოგიშვილი
სერთიფიკატი გაიცემა
დაწყების დრო გაზაფხული

კურსის აღწერა

დიზაინის აქტიური გაციფრულების ერაში ჩნდება მზარდი და გადაუდებელი საჭიროება ისეთი პროდუქტების, სისტემებისა და სერვისების შექმნის, რომელიც ადამიანებს კომპიუტერთან ინტერაქციას გაუმარტივებს.

ინტერფეისის დიზაინი, როგორც დისციპლინა, შეისწავლის ადამიანის ქცევას და უნივერსალური გამოსახულების მეთოდებს, რათა შეიმუშაოს ინტერაქციის ისეთი პრაქტიკები, რომლებიც უკეთ მოერგება მომხმარებლის ინტუიციას, პრინციპებს, საჭიროებებსა და გადაწყვეტილებებს.

კურსის ფარგლებში სრულად განვიხილავთ და გავივლით ყველა იმ ეტაპს და მეთოდს, რასაც ინტერფეისის დიზაინერის მოვალეობა და სამუშაოს სპეციფიკა ითვალისწინებს: ბრიფისა და კონცეფციის ანალიზიდან დაწყებული, კომპლექსური Wireframe-ის, დიზაინ სისტემის, Flow-ს, სტრუქტურის შემუშავებით, ტესტინგითა და პროტოტაიპის პრეზენტაციით დასრულებული.

სწავლების მეთოდი ძირითადად პრაქტიკაზეა დაფუძნებული, რაშიც იგულისხმება სალექციო კურსის მიმდინარეობისას მიღებული დავალებები, დამოუკიდებლად შესასრულებელი სავარჯიშოები და ინდივიდუალური პროექტი.

კურსის გავლის შემდეგ შეგეძლება
  • ბრიფის ანალიზი, პროექტის მთავარი მისიის და მომხმარებლის საჭიროებების იდენტიფიცირება;
  • ციფრული პროდუქტის სპეციფიკის, ვიზუალური სტრატეგიისა და კონცეფციის განსაზღვრა;
  • კომპლექსური დიზაინ პროცესის მენეჯმენტი;
  • დიზაინის ვიზუალური მახასიათებლების შემუშავება;
  • სხვადასხვა გრაფიკულ მოწყობილობაზე მორგებული დიზაინ სისტემის შემუშავება;
  • ფუნქციური დიზაინის პრინციპების (Human Centered Design, Design Thinking, ხელმისაწვდომობა, თანასწორობა და ეთიკა) ინტერფეისში დანერგვა და გათვალისწინება;
  • პროტოტაიპინგი, პროდუქტის ტესტინგი, Feedback-ის ანალიზი, იმპლემენტაცია და შეფასება;
  • ციფრული პროდუქტის პრეზენტაცია/წარდგენა და ამისთვის საჭირო გზების და ხერხების მოძიება.
ვისთვის არის კურსი

კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს UI დიზაინის ბაზისის შესწავლა ან ამ სფეროში უკვე არსებული ცოდნის, უნარ-ჩვევების გაღრმავება, ვისაც აქვს გრაფიკული პროგრამების ინტერფეისთან მუშაობის გამოცდილება ან სხვა ტიპის პროფესიული შეხება ციფრულ პროდუქტებთან. ასევე აქვს ინგლისური ენის საკმარისი ცოდნა იმისთვის, რომ შეძლოს დოკუმენტაციისა თუ ტექნიკური აუდიო/ვიდეო კონტენტის გააზრება.

კურსი მოიცავს

კურსი მოიცავს პრაქტიკაზე დაფუძნებულ სწავლებას, რაშიც იგულისხმება დავალებები / სავარჯიშოები და ინდივიდუალური პროექტი.

პროგრამის განმავლობაში მიიღებ რჩევებსა და კონსულტაციებს კარიერული დაგეგმვის კუთხით. მისი წარმატებით დასრულების შემთხვევაში კი გექნება კარიერული მხარდაჭერა Commschool-ის პარტნიორი კომპანიებისგან, რაც გამოიხატება ექსკლუზიურ სამუშაო შემოთავაზებებსა და სტაჟირებაში.

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტი მიიღებს ორენოვან სერტიფიკატს.

კურსს გაუძღვება:

სოფო გოგიშვილი

სოფოს ციფრული პროდუქტის დიზაინზე და მის განვითარებაზე მუშაობის 8 წლიანი გამოცდილება აქვს. თანამშრომლობდა სხვადასხვა ტიპის კომპანიებსა და კლიენტებთან მთელი მსოფლიოს გარშემო, პატარა Start-up-ებიდან დაწყებული აღიარებული ბრენდებით დამთავრებული, როგორებიცაა: Visa, Netflix, Sandlane, Microsoft, Siemens, Cash app, H&M და სხვა. ამჟამად სოფო Lead Digital Product Designer-ია TBC Pay-ში. პორტფოლიოს ბმული: https://www.behance.net/sofometqi

დეტალები: UI დიზაინი

ლექტორი

სერტიფიკატი

ხანგრძლივობა

დაწყების დრო

შეფასებები

0.0 out of 5
0
0
0
0
0
შეფასების დაწერა

შეფასებები ჯერ არ არის.

შეაფასე პირველმა: “UI დიზაინი”

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

No more offers for this product!

1,400

0
შედარება
პროვაიდერი
0 out of 5
upway.ge
Logo
რეგისტრაცია
Compare items
  • Total (0)
Compare
კალათა