UX & UI დიზაინის კურსი
₾1,000
კურსის აღწერა
კურსი მოიცავს იმ ძირითად საკითხებს, რომლის ცოდნაც აუცილებელია UI & UX დიზაინერად მუშაობისთვის. კურსის განმავლობაში სტუდენტები დაეუფლებიან Adobe Experience design-სა და SketchApp-ს, რის შემდეგაც ისინი დამოუკიდებლად შეძლებენ ციფრული პროდუქტების დიზაინის შექმნას.
ასევე ექნებათ შესაძლებობა მიიღონ ცოდნა იმის შესახებ თუ რა არის საჭირო ფრილანს კარიერის დასაწყებად, როგორც საქართველოში ასევე მსოფლიოში არსებულ სხვადასხვა პლატფორმაზე.
ყოველი შეხვედრის შემდეგ მიღებული პრაქტიკული სამუშაოები და რეალური ქეისების განხილვა დაეხმარებათ სტუდენტებს მიიღონ ცოდნა, რაც სამომავლო პროფესიულ საქმიანობაში გამოადგებათ.
კურსის ბოლოს სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ გაიცნონ საქართველოში მოღვაწე თითქმის ყველა წარმატებული UI & UX დიზაინერი, რომლებიც გაუწიარებენ საკუთარ გამოცდილებას და მიღწევებს აღნიშნულ სფეროში.
მარიამ ნადირაძე
2019 წლიდან არის UI/UX, გრაფიკული და ბრენდ დიზაინის სფეროში.
ამჟამად დასაქმებულია კომპანია HawX-ში, UI/UX და გრაფიკოს დიზაინერის პოზიციაზე.
საერთაშორისო კომპანიებისთვის შეუქმნია ვებგვერდებისა თუ აპლიკაციების დიზაინები/რედიზაინები. უმუშავია დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან, საუდის არაბეთთან, ესპანეთთან და ა.შ.
ჩატარებული ღონისძიებები
დეტალები: UX & UI დიზაინის კურსი
|
შეფასებები
შეაფასე პირველმა: “UX & UI დიზაინის კურსი” კომენტარის გაუქმება
Workshop 1 – შესავალი
- გაცნობა
- Human to Computer Interaction (HCI) – საკითხის ზოგადი განხილვა
- კურსის მიმოხილვა / კითხვა-პასუხი
Workshop 2 – UX: Human to Computer Interaction – HCI
- სამომხმარებლო გამოცდილება – შესავალი
- Human to Computer Interaction (HCI) – ღრმა განხილვა
Workshop 3 – UX: რისერჩები, პერსონა, Design Thinking
- რისერჩის (Research) როლი, პროცესი და სხვადასხვა გზები
- პერსონა, პერსონის როლი და მისი შექმნის პროცესი
- Design Thinking -ის პროცესი
Workshop 4 – UX: Wireframing, Prototyping, Usability Testing
- Wireframing – საკითხის ღრმა განხილვა
- Prototyping – საკითხის ღრმა განხილვა
- Usability Testing – საკითხის განხილვა
- საჭირო ხელსაწყოების განხილვა, Adobe XD -ს დეტალური განხილვა
- Wireframe -ზე მუშაობის პროცესი
- პრაქტიკული დავალება
Workshop 5 – UI : სტილები და ხელსაწყოები
- სამომხმარებლო ინტერფეისი – შესავალი
- თანამედროვე დიზაინ სტილების განხილვა
- ხელსაწყოების განხილვა / განსხვავებები
Workshop 6 – UI : ინტერფეისზე მუშაობა
- ფერები, White Space, ფონტები და გამოსახულებები ინტერფეისში
- მარტივ Desktop ინტერფეისზე მუშაობის პროცესი
- პრაქტიკული დავალება
Workshop 7 – UI: Responsive
- სხვადასხვა ზომის მოწყობილობების დისპლეის ზეგავლენა ინტერფეისის დიზაინზე
- Native / Hybrid / Responsive ინტერფეისის განხილვა
- Mobile ინტერფეისის განხილვა და მუშაობის პროცესი
- პრაქტიკული დავალება
Workshop 8 – UI: დიზაინ სისტემა და კომპონენტები
- დიზაინ სისტემის არსი, მისი საჭიროების განხილვა
- კომპონენტები ინტერფეისში
- პრაქტიკული დავალება
Workshop 9 – ფრილანსინგი და პორტფოლიო
- ფრილანსინგის ზოგადი განხილვა, შიდა და გლობალური ბაზრის განხილვა
- ფრილანსინგ პლატფორმების განხილვა, პროექტის მოძიება
- პორტფოლიო, პლატფორმების გაცნობა და განხილვა
Workshop 10 – პირველი სრული პროექტი (პრაქტიკული)
- პროექტის დაგეგმვა და საწყისი რესურსების მოძიება, იდეის განვითარება
- UX და UI სამუშაოების პირველი ეტაპები
- პრაქტიკული დავალება
Workshop 11 – პირველი სრული Responsive პროექტი (პრაქტიკული)
- რისპონსივ დიზაინზე მუშაობის პროცესი
- უკვე შექმნილი Desktop ინტერფეისის Mobile ზომაზე გადაწყობის პირველი ეტაპები
- პრაქტიკული დავალება
Workshop 12 – პროექტის პრეზენტაცია, კურსის შეჯამება
- პროექტის პრეზენტაცია
- კურსის შეჯამება
₾1,000
მსგავსი კურსები
UI/UX დიზაინი
ვებ პროგრამირება PHP
Javascript
თამაშების დეველოპმენტი Unity
₾1,000
შეფასებები ჯერ არ არის.