რა არის დისპეჩინგი

აფვეი, მუდმივად ცდილობს საინტერესო სიახლეები შესთავაზოს მოხმარებელს. ახლახანს, კურსების მრავალფეროვან არჩევანს, დაემატა დისპეჩინგის კურსი.
თუ ჯერ არ იცი რა არის დისპეჩინგი, დღევანდელი ბლოგიდან საინტერესო ინფორმაციას მიიღებ და ვინ იცის, იქნებ ახალ საქმესაც მოკიდო ხელი.

ჩვენი რესპონდენტი თეონა ჯანელიძე, რომელიც ერთ – ერთი პირველი დისპეჩერია საქართველოდან და აქვს დისპეჩერების შერჩევის, აყვანისა და მომზადების დიდი გამოცდილება, გვიზიარებს მის ცოდნას და იმ საინტერესო დეტალებს, რომელიც დისპეჩინგში პირველი ნაბიჯების გადადგმაში დაგეხმარებათ.

2017 წელს, როცა მაგისტრატურაში სწავლის გადასახადს ვეღარ ვიხდიდი და ვეძებდი უკეთეს სამსახურს, ლინკდინზე მიპოვა ადამიანმა, რომელმაც ჩემთვის სრულიად უცხო საქმეზე- დისპეჩინგზე დამიწყო საუბარი. იმის გამო, რომ სამსახური ძალიან მჭირდებოდა, დავიწყე მუშაობა ყოველგვარი მომზადების გარეშე და მოგვიანებით ჩემი შემოსავალი 10-ჯერ გავზარდე.

იქედან გამომდინარე, რომ არაფერი ვიცოდი დისპეჩინგზე და ჩემით ვსწავლობდი, ვუშვებდი შეცდომებს, ვმუშაობდი გვიანობამდე, ვეძებდი ინფორმაციას და საბოლოოდ მივედი იქამდე, რომ შევისწავლე იმაზე მეტი, ვიდრე ყოველდღიურად სჭირდება დისპეჩერს.

მათ, ვინც ახლა დგამს პირველ ნაბიჯებს ამ სფეროში, ვურჩევდი, რომ განავითარონ ინგლისური ენის დონე, დააკვირდნენ დეტალებს, იმუშაონ საკუთარ თავზე და პერიოდულად შეამოწმონ ამერიკის გადაზიდვების ბაზრის სიახლეები.

ამ კურსის გავლის შემდეგ სტუდნეტს ეცოდინება, თუ როგორ უნდა მოძებნოს, აარჩიოს და აიღოს კარგი ტვირთი, როგორ უნდა აწარმოოს მოლაპარაკებები ბროკერებთან და კლიენტებთან, ტრაილერის ტიპები და მათი თავისებურებები, ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული პრობლემებისს გადაჭრა, დოკუმენტების მოწესრიგება, გადახდების წარმოება და თვით მარკეტინგი, ანუ როგორ უნდა მოაწონონ თავი დამსაქმებელს.

დასაქმების შანსი მაღალია იმდენად, რამდენადაც ახლა იწყებენ კომპანიები საქართველოში თანამშრომლების ძებნას და ამ სამსახურების უმეტესობა არის დისტანციური. სწორედ ამიტომ, ახლა აქვთ სტუდენტებს შესაძლებლობა, რომ გახდნენ კონკურენტუნარიანები დასაქმების ბაზარზე. ანაზღაურება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დატვირთული იქნება დისპეჩერი და რამდენი მძღოლი ეყოლება (რაოდენობას თავად ირჩევს). ხელფასი 1000 დოლარიდან 3000 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

არ გადადო, გაეცანი სიახლეებს upway.ge-ზე და აღმოაჩინე შენთვის საინტერესო კურსი.

upway.ge
Logo
რეგისტრაცია
Compare items
  • Total (0)
Compare
კალათა