upway – სივრცე ცნობისმოყვარე ადამიანებისთვის

ახლის სწავლა ჩვენი ყოველდღიურობის და განვითარების განუყოფელი ნაწილია. სწავლა გვეხმარება ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში, კარგია მენტალური ჯანმრთელობისთვის და ზრდის ჩვენი ადაპტაციის უნარს. Რაც ყველაზე მთავარია, ახლის სწავლა გვაძლევს ძალაუფლებას, რომ ჩვენი ცხოვრება ვმართოთ ჩვენი სურვილისამებრ.

Სულ რამდენიმე წლის წინ, ახალი უნარების ან პროფესიის შეძენა, მეტწილად უნივერსიტეტში იყო შესაძლებელი. უნივერსიტეტში ჩაბარებისას ძირითადად ყველა იმ  პროფესიას ირჩევდა, რომელსაც მშობლების თაობა ურჩევდა, იმის მიუხედავად ხედავდნენ საკუთარ მომავალს იურიდიულ, მენეჯმენტის თუ სამედიცინო სფეროში.

დღეს იმაზე მარტივი პროფესიის შეცვლა ვიდრე ოდესმე ყოფილა

დღეს, განათლებისა და პერსონალურ-პროფესიული განვითარების სამყარო ჩვენს ხელთაა და ნებისმიერ დროს და ასაკში შეგვიძლია, რომ ახალ პროფესიას, უნარებს თუ ჰობის დავეუფლოთ. 

New normal, როგორც ხშირად ვუწოდებთ ხოლმე დღევანდელობას საერთოდ სხვაგვარია. ახალი რეალობა ბევრად ღიაა ახალი შესაძლებლობებისთვის. Ბევრად ღია, რომ  მიყვე იმას, რაც მართლა გაინტერესებს, დაეუფლო სხვადასხვა უნარებს, რაც შენი ინტერესის სფეროს ეხება, ისწავლო მონაცემთა ინჟინერია ან დიჯეინგი ან სულაც youtube ის გვერდი გააკეთო შენთვის საინტერესო თემაზე და კონტენტის შექმნასა და ბრენდებთან კოლაბორაციას მიჰყო ხელი.

ახალ რეალობაში შეიძლება არასასურველ სამსახურს თავი დაანებო, რამე სრულად ახალი ისწავლო, ფრილანსერი გახდე, ან სულაც შეგიძლია შენი სტარტაპი შექმნა და ყველანაირი არარეალური მიზნებიც კი რეალობად აქციო.

Სწავლების სტილთან და შესაძლებლობებთან ერთად, სრულად შეიცვალა სამუშაო გარემო. 9-დან 6-მდე სამსახურში ჯდომა, შედარებით თავისუფალმა გრაფიკმა შეცვალა და ე.წ. Remote working-ს დღეს საქართველოში ბევრი კომპანია წარმატებით ახორციელებს. ადამიანებისთვის კი , ვისთვისაც საერთაშორისო გამოცდილება მნიშვნელოვანია, არაერთი შესაძლებლობა არსებობს remote ფრილანს მიმართულებითაც ისეთ პლატფორმებზე როგორიაა upwork, toptal და ბევრი სხვა.

ახალი Წლის პირველ თვეს, როდესაც ყველაზე უფრო მეტს ვფქრობთ რისი გაკეთება შეგვიძლია ახლებურად და როგორ ვიყოთ ჩვენი თავის ოდნავ მაინც უკეთესი ვერსია, გაგაცნობთ upway-ს, რომელიც ახალი უნარების და გამოცდილებების მიღების გზას გაგიმარტივებთ თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის.

Რა არის upway?

ცხოვრების კიდევ უფრო აჩქარებული და მუდამ ცვალებადი ტემპის საპასუხოდ შეიქმნა upway.

Upway არის კურსების ყველაზე სანდო და მრავალფეროვანი პლატფორმა საქართველოში, რომელიც აერთიანებს ქვეყანაში არსებულ საუკეთესო, ონლაინ თუ ფიზიკურ კურსებს 6 ძირითად კატეგორიაში.

პლატფორმის ერთიან სისტემაში შესაძლებელი იქნება დაინტერესებულმა ადამიანებმა ნახონ საუკეთესო კურსები სხვადასხვა მიმართულებით, მარტივი ფილტრაციით აარჩიონ მათთვის საინტერესო ვერსია და იმავე ადგილას შეიძინონ. Მათთვის კი, ვინც არ იცის ზუსტად რისი სწავლა უნდა, upway-ს გუნდი, ბრენდის მეგობარ მენტორებთან ერთად, ყველაზე ტრენდულ მიმართულებებს აღმოაჩენინებს.

იდეამ უკვე მოიპოვა აღიარება და  თიბისის პროექტის, “სტრატაპ დეკრეტის” გამარჯვებული და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მცირე გრანტის მფლობელი გახდა. გუნდმა წარმატებით გაიარა  Impact Hub Tbilisi-ს პრე-აქსელერეტორის პროგრამა და რჩეულთა შორის მოხვდა.

გუნდს, რომელიც აერთიანებს 6 წლიან ლოკალურ და საერთაშორისო გამოცდილებას პროექტების მართვის, ტექნოლოგიების და მარკეტინგის მიმართულებით, საინტერესო მიზნები აქვს  როგორც, ლოკალური ბაზრის, ასევე საერთაშორისო ბაზარზე გასვლის მიმართულებით. 

“upway იქნება ერთგული მეგობარი ადამიანებისთვის ვისაც თვითგანვითარება აინტერესებს და კურსების სელექციის გარდა, მათ არაერთ ღონისძიებას, შეთავაზებასა  თუ აქტივობას გააცნობს, რომელსაც  სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად გეგმავს. Პლატფორმას ეტაპობრივად დაემატება ახალი სერვისები და მიმართულებები და ის მუდმივად განვითარდება მომხმარებლებთან ერთად”, მარიამ ცანავა, upway-ს თანადამფუძნებელი

უწყვეტი განვითარების იდეამ სამი მეგობარი ერთმანეთს 2020 წელს დააკავშირა.

დაკვირვებამ, რომ ცხოვრების აჩქარებული ტემპის გამო, ადამიანებს ცხოვრების  ყველა ეტაპზე, საკუთარი თავისთვის თუ ოჯახის წევრებისთვის ესაჭიროებათ ახალი უნარების და გამოცდილებების შეძენა, დაარწმუნა გუნდი upway-ს დროულობაში.

“ახალმა რეალობამ, რომელმაც სრულად შეცვალა ცხოვრების და მუშაობის სტილი, ადამიანებს ახალი შესაძლებლობები დაანახა და თვითრეალიზების და ახალი აღმოჩენების სურვილი კიდევ უფრო გაუმძაფრა. ჩვენ გვჯერა, რომ განვითარება ადამიანებისთვის არის ბუნებრივი მოთხოვნილება – თვითაღმოჩენა არასდროს მთავრდება, upway-ის შექმნით კი ახლის სწავლის გზას გავამარტივებთ და ადამიანებს საინტერესო აღმოჩენებისკენ ვუბიძგებთ”, მარიკა აბულაძე, upway-ს თანადამფუძნებელი.

ონლაინ პლატფორმა, მეორე მხრივ, თავად კურსის მიმწოდებლებსაც გაუმარტივებს პოტენციურ მომხმარებლებთან ურთიერთობას, ხარჯებისა და შემოსავლების მართვას და ამასთან, დაეხმარება კიდეც მათ გაყიდვების უკეთ დაგეგმვასა და ზრდაში. 

“upway კურსების მწარმოებლების სტრატეგიული პარტნიორი გახდება და მათ ბიზნესის სრული შესაძლებლობების აღმოჩენაში, აუდიტორიის გაზრდაში და მომხმარებლების  საუკეთესო გამოცდილების შექმნაში და განვითარებაში დაეხმარება”, მარიშა გოგოლაური, upway-ს თანადამფუძნებელი

ვისთვის არის upway?

upway შეიქმნა ცნობისმოყვარე ადამიანებისთვის, ვისაც სჯერა რომ სწავლა და განვითარება ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე მნიშვნელოვანია და სწორედ ეს არის გზა ხელახლა აღმოვაჩინოთ საკუთარი თავი, პროფესია თუ ახალი უნარები. 

პლატფორმაზე განთავსებული კურსები საინტერესოა ნებისმიერი ასაკის და ინტერესის ადამიანისთვის – მიზანიც შესაძლოა განსხვავებული იყოს – დროის საინტერესოდ გატარება, კვალიფიკაციის ასამაღლება, ახალი ჰობის შეძენა ან სულაც პროფესიის შეცვლა.

upway ასევე, საუკეთესო ადგილია მშობლებისთვის, რომლებსაც სურთ თავისი შვილებისთვის შეარჩიონ სხვადასხვა პოპულარული მიმართულებები და მიიღონ რეკომენდაცია სფეროს ექსპერტებისგან.

      upway.ge
      Logo
      რეგისტრაცია
      Compare items
      • Total (0)
      Compare
      კალათა