არ გადადო თვითგანვითარება
აფვეის, როგორც თვითგანვითარების სივრცეს, დასახული იდეის, დაეხმაროს ადამიანს აღმოაჩინოს მისი ძირითადი უნარები, დაისახოს მიზნები, იპოვნოს თვითგანვითარების საშუალებები და აიმაღლოს მოტივაცია, საზაფხულოდ შენთვის ერთი მთავარი სათქმელი და მისია აქვს – არ გადადო, ის რისი გაკეთებაც ახლავე შეგიძლია.
აფვეიზე წამყვანი სკოლების, 300-მდე კურსის პოვნაა შესაძლებელი. მომხმარებლებს სასურველი კურსების პოვნა , ერთმანეთთან შედარება და შეძენა ერთ პლატფორმაზე, მარტივად შეუძლიათ.
ერთის მხრივ, თვითგანვითარების მსურველთათვის ძიების პროცესის გამარტივება და
მათთვის საჭირო ყველა ინფორმაციის გაერთიანება, პარტნიორი სკოლებისთვის კი დამატებითი, საპრომოციო სივრცის მიწოდება, აფვეის უნიკალურ, ორივე მხარისთვის, სანდო და საიმედო პლატფორმად აქცევს. საიმისოდ, რომ აფვეი კიდევ უფრო მძლავრი მაკავშირებელი იყოს, მომხმარებელსა და კურსის მიმწოდებელს შორის, გუნდი, უწყვეტი განვითარების რეჟიმში მუშაობს.
კამპანიის ფარგლებში “არ გადადო”, ეტაპობრივად ჩვენი პარტნიორი სკოლების შესახებაც მოგითხრობთ.
აფვეისთან პარტნიორობა მნიშვნელოვანია აკადემიისთვის, რადგან ერთობლივი ძალებით ხელს ვუწყობთ ნაცნობი თუ ახალი პროფესიების ცნობადობის გაზრდას. მათთან თანამშრომლობით, კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ გამორჩეული ხარ, რაც უფრო მეტ მოტივაციას გაძლევს და ამასთან ერთად დიდ მხარდაჭერასაც გრძნობ.
ჩემთვის, განათლება არის შესაძლებლობა სამყარო უფრო ვრცლად დაინახო. გამოცადო საკუთარი შესაძლებლობები, შექმნა რაღაც ახალი და თითოეული დაბრკოლება გამოცდილებად მიიღო. ყველაფერი გზრდის და ეს პროცესი ძალიან სასიამოვნოა. განათლებაც მრავალნაირია და ყველა სხვადასხვა მიზეზით სწავლობს. არ არის აუცილებელი ყველაფერი იცოდე, მთავარია იპოვო შენთვის საინტერესო მიმართულება და განვითარდე. როდესაც იმას აკეთებ, რაც ძალიან გაინტერესებს და თან საჭიროა, ეს ძალიან კომფორტული და საამაყოა.
დიზაინის და პრინტის აკადემია 2022 წელს შეიქმნა, ჩვენი მთავარი მიმართულებებია – გრაფიკულ დიზაინი და პოლიგრაფიის სფეროში არსებული პროფესიები, ლექციების თეორიული ნაწილი ტარდება ონლაინ, ხოლო პრაქტიკული – სამუშაო სივრცეში.
ამ ეტაპზე ვასწავლით: ტექნიკურ(Pre-press), გრაფიკულ და პრინტ დიზაინს. თითოეული კურსი იყოფა საფეხურებად, რაც სწავლის შესაძლებლობას აძლევს, როგორც ამ სფეროში დამწყებ, ისე გამოცოდილ სტუდენტებს.
აკადემიის მთავარი მიზანი არის ის, რომ თითოეულ მსურველს მისცეს შესაძლებლობა, იყოს გამორჩეული კონკრეტული მიმართულებებით. მიიღოს სწორი ცოდნა და შეძლოს ამ ცოდნით წარმატების მიღწევა. თითოეული კურსი და სწავლების მეთოდი ამ მიზანს ემსახურება. ამაში, როგორც პროფესიონალი მენტორები, ისე პარტნიორი კომპანიებიც ჩართულები არიან.
“Design and print academy” კამპანიას “არ გადადო” უერთდება და მომხმარებლებს, 10 დღის განმავლობაში კურსებზე 15%-იან ფასდაკლებას სთავაზობს.
არ გადადო – შეარჩიე სასურველი კურსი ფასდაკლებით.