ერთ რამეში უნდა გამოგიტყდეთ. ამ ბლოგის დაწერას ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ ვაპირებდი, ისევე როგორც ესპანურზე სიარულს და კიდევ ბევრ სხვა რამეს. Პროკრასტინაციაზე ყველას ერთად და ცალ-ცალკეც ბევრი გვიხუმრია, თუმცა ამ ხუმრობებს თუ გვერდზე გადავდებთ, ის სერიოზული პრობლემაა.
ალბათ ბევრი მეგობრისგან გაგიგიათ, რომ სამსახურიდან წამოვლენ და რაც ძალიან უყვართ იმ საქმიანობით დაკავდებიან, ან რომ კულინარიას, პროგრამირებას ან თუნდაც დიზაინს ისწავლიან და მეტად საინტერესო გახდება მათი ცხოვრება. თუმცა, გადის დრო და ბევრ რამეს, რასაც ვასიტყვებთ რომ გვინდა, არ ვაკეთებთ.
ახლის სწავლა და კეთება არასდროს არის გვიანი. Ჩვენ, აფვეიში გვჯერა რომ თვითგანვითარება ადამიანებისთვის არასდროს სრულდება და ვცდილობთ სწავლა ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად ვაქციოთ. ამ ბლოგში ვიმსჯელებთ თუ რატომ არ ვაკეთებთ იმას, რასაც ვამბობთ რომ გავაკეთებთ და როგორ დავძლიოთ ეს თვისება.
Ძალიან ხშირად ადამიანებს აქვთ სურვილი ახალი უნარების სწავლის, თუმცა ამ ყველაფრის რეალურად დაწყება უჭირთ. ჩვენს საუბარსა და ქმედებებს შორის Ძალიან დიდი სხვაობაა. Ჩემი თეორია შემდეგია: რასაც არ ვაკეთებთ, ანუ რეალურად არც ისე ძალიან გვინდა. Შეიძლება გვინდა სამსახურის შეცვლა ან გვაქვს მცირედი ინტერესი ფრანგულის სწავლის, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ჩვენ ვისწრაფვით ამ მიზნებისკენ იმდენად ძლიერად, რომ მზად ვართ გავაკეთოთ ის, რაც ამისთვის რეალურად საჭიროა.
იმისათვის რომ გავიაზროთ რა განსხვავებაა რაღაცის სურვილსა და მისკენ რეალურად სწრააფვაში, უნდა ვაღიაროთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სიმართლე ადამიანებზე – ჩვენ მხოლოდ ვაკეთებთ იმას, რაც უფრო გვინდა რომ გავაკეთოთ, იმ სხვა არსებულ ვერსიებზე მეტად რაც გვაქვს.
კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ვიყოთ გულწრფელები ჩვენს თავებთან და გვესმოდეს რამდენად რეალურად ვისწრაფვით სხვადასხვა მიზნისკენ. დაუშვით რომ, თუ რაღაც ახლის დაწყებაზე ან სწავლაზე ბევრი გიფიქრიათ, მაგრამ დღემდე არაფერი გაგიკეთებიათ, ანუ თქვენ გაკლიათ ამ მიზნისკენ სწრაფვა.
თქვენითვს კარგი ამბავი მაქვს. თუ ამ მომენტში ვერ გრძნობთ რაღაცისკენ ძლიერ სწრაფვას, არც ეს არის პრობლემა – ჩვენ შეგვიძლია მოვანდომოთ ჩვენ თავს იმის კეთება, რაც მართლა გვინდა, მოვიშოროთ პროკრასტინაცია და შევუდგეთ საქმეებს დღეს და არა შემდეგ კვირას.
ყველაზე მნიშვნელოვანი თვითდაკვირვებაა და იმის ფიქრი, რა გვინდა რეალურად და რა არა. Ალბათ ისეთი შემთხვევებიც გაგახსენდებათ, სადაც რაღაც არ გინდოდათ და შემდეგ მაინც გააკეთეთ, მოიკრიბეთ ძალა და თქვენი მიზნისკენ სწრაფვაც გაიზარდა. თუ დავაკვირდებით ჩვენს თავს და მივხვდებით რა გვინდა რეალურად, აზროვნების ცვლილებაც შეიძლება.
Მოდი ვისაუბროთ, რა გვეხმარება ჩვენი მიზნებისკენ სწრაფვასა და მათ რეალურ განხორციელებაში.
Წარმოიდგინეთ უპირატესობები
Როდესაც ახალ რაღაცეებს ვსწავლობთ და ვაკეთებთ, გულით გვჯერა რომ ახალი უნარები გამოგვადგება უფრო მეტად, ვიდრე ამის არ კეთება. იქნება ეს რაღაც ისეთი მარტივი როგორც ახალი კერძის მომზადებაა ან კომპლექსური როგორც პროფესიული სერთიფიკატის აღებაა, ჩვენ ვილტვით იმ ბენეფიტებისკენ, რაც ამ ყველაფერს მოყვება. Მაგალითად, ძალიან სახალისო იქნება რომ ვისწავლო სუშის კეთება, რადგან ყველაზე მეტად მიყვარს სუში და მეგობრებსაც გავახარებდი. ან, PMP სერთიფიკატის აღება ძალიან დამეხმარება კარიერულ წინსვლაში და შესაბამისად მეტი შემოსავლის გენერირებაში.
Როდესაც რეალურად არ გვინდა რაღაცის კეთება ჩვენ ფოკუსირებულები ვართ ე.წ. “ანტი ბენეფიტებზე”, მაგალითად: მოსაწყენობა, დროის კარგვა, უსარგებლობა. – სად მაქვს დრო რომ სუშის კეთება ვისწავლო ან 3 საათიან ტრენინგზე ვიჯდე? ან ის ლექტორი მომეწონება საერთოდ?
Როდესაც რაღაც მართლა გვინდა და არ ვაკეთებთ, დაფიქრდით რა იქნება ის 3 მთავარი ბენეფიტი რაც ახლის სწავლას ან კეთებას მოსდევს თან და რაც პირადათ თქვენთვის იქნება ღირებული. Დაფიქრდით ბენეფიტებზე და იმ ემოციებზე რასაც ეს მოგიტანთ: ბედნიერება, მოტივაცია, მხიარულება, თვითკმაყოფილება, ენერგია. დაფოკუსირდით ბენეფიტებზე რაც ახლის სწავლაას მოაქვს თან და არა იმაზე რატომ არ უნდა გააკეთოთ ის.
წარმოიდგინეთ მომავალი
იმის შემდეგ, რაც იპოვით რეალურ ბენეფიტებს ახლის სწავლისა და კეთების, შემდეგი ნაბიჯია ჩვენი მისწრაფების გაზრდა ამ მიმართულებით.
Წარმოიდგინეთ შესაძლო მომავალი იმ ბენეფიტებით, რასაც ახალი წამოწყება მოგიტანთ. Ამ ყველაფერს უდიდესი ძალა აქვს.
ადამიანები, რომელბიც წარმოიდგენენ წარმატებას, უფრო დიდი ალბათობით მიაღწევენ მას. ერთი ძალიან მარტივი გზა იმისა, რომ ჩამოვაყალიბოთ კონკრეტული ხედვა მომავლის, არის მისი ჩატევა ერთ წინადადებაში. Მაგალითად: 12 თვეში, როდესაც დავასრულებ pmp -ს სერთიფიკატს, შევძლებ რომ მოვითხოვო პოზიციური და ფულადი დაწინაურება და ამასთან ერთად შემეძლება საკუთარი პროექტების მართვაც.
—
Ძალიან ბევრი საუბრის შემდეგ უბრალოდ გეტყვით, გადადება თქვენი ყველაზე დიდი მტერია. Ჩამოწერეთ მიზნები, ის მიზნები, რომლისკენაც რეალურად ისწრაფვით და დაიწყეთ მათი შესრულება დღეს.
არ გადადო – დაიწყე ერთგვარი შეძახილია ჩვენი მუდმივი გამოწვევების საპასუხოდ. გვინდა რომ ადამიანების თვითაღმოჩენის თანამონაწილეები გავხდეთ და მრავალფეროვანი არჩევანით გავამარტივოთ ახლის სწავლის გზა ადამიანებისთვის.