5 რჩევა საზაფხულო მაკიაჟისთვის თინა შალიკაშვილისგან

დღევანდელი ბლოგი, განსაკუთრებით საინტერესო იქნება მაკიაჟის მოყვარულებისთვის. წინ მთელი ზაფხულია, ამიტომ ბევრი ფერის და ექსპერიმენტების დროა!

იმისათვის, რომ იცოდეთ რა შეცდომები არ დავუშვათ მაკიაჟის გაკეთებისას, გიზიარებთ 5 რჩევას თინა შალიკაშვილისგან:

1. თუ მაკიაჟის გამოყენება გიყვართ, პირველ რიგში, უნდა იცოდეთ, რომ სახის კანის მოვლა ყველაზე მნიშვველოვანია. არასოდეს გაიკეთოთ მაკიაჟი გაუწმენდავ, დაუტენიანებელ სახეზე და არასოდეს დაიძინო მაკიაჟით! დღის მანძილზე Spf-ის გამოყენება არ დაივიწყოთ. შეარჩიეთ თქვენი კანის ტიპის შესაბამისი პროდუქტები, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.


2. ნაზი ფერები, მსუბუქად დაფარული სახის კანი და აპრეხილი წამწამები ყველას ერთნაირად უხდება. თუმცა, დღეს ძალიან აქტუალურია ფერადი დეტალების დამატება: ჭრელი ლაინერები, ტუჩსაცხები, ხასხასა ფერის ტუში.
მე მაკიაჟში ძალიან ცნობილი გამოთქმის მომხრე ვარ – “the less is more”. მაგრამ ინდივიდუალიზმის გამოსახატად, პატარა შტრიხებით აუცილებელია ექსპერიმენტები.

 

3. ძალიან ხშირად, ქალები ყიდულობენ დეკორატიულ კოსმეტიკას, რომელიც გაურკვეველი შემადგენლობისაა და საშიშ ნივთიერებებს შეიცავს. სამწუხაროდ, ყველას არ შეუძლია ძვირადღირებული კოსმეტიკის შეძენა, თუმცა უამრავ ბრენდს აქვს ეგრედ წოდებული “dupe”, რაც ავთენტურ, ხელმისაწვდომ პროდუქტს ნიშნავს, მათი შეძენით შეგიძლიათ თავი დაიზღვიოთ კანის დაზიანებისგან.

4.მაკიაჟი სეზონების მიხედვით განსხვავდება: ზაფხულის განმავლობაში შეგიძლიათ კონკრეტულად ერთ ნაკვთს გაუსვათ ხაზი და არა მთელ სახეს, ზამთარში კი, უფრო დატვირთული მაკიაჟის გაკეთებაც შესაძლებელია. გირჩევთ, რომ შეისწავლოთ თქვენი გარეგნობა, რა მოგწონთ ყველაზე მეტად და სწორედ მასზე გააკეთოთ აქცენტი. მაგალითად, თვალებზე ან ტუჩებზე.

5.რაც მთავარია, გიყვარდეთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ბუნებრივად ხართ და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიყენეთ მაკიაჟი ინდივიდუალიზმის გამოსახატად.

აფვეი გისურვებთ სილამაზით სავსე დღეებს.

upway.ge
Logo
რეგისტრაცია
Compare items
  • Total (0)
Compare
კალათა