7 ახალი პროვაიდერი აფვეიზე

სწრაფად ცვალებად რეალობაში, უამრავი შანსია პროფესია შეიცვალო, რაღაც ახალი აღმოაჩინო საკუთარ თავში, განავითარო ის უნარები, რომელიც უკვე გაქვს და შეიძინო ახალი. იმისათვის, რომ აფვეიზე მაქსიმალურად საინტერესო და მრავალფეროვანი კურსების არჩევანი გვქონდეს, მუდმივად ვცდილობთ ახალ-ახალ პროვაიდერებს დავუმეგობრდეთ და ფეხი ავუწყოთ მომხმარებლის მოთხოვნებს.

თქვენთვის სიახლეების შეთავაზება – ჩვენი მთავარი საზრუნავი და პრიორიტეტია.

 დღევანდელ  ბლოგში, წარმოგიდგენთ თვის  7 პროვაიდერს:

BPN Academy

ბიზნეს აკადემიაში თქვენ შეძლებთ მიიღოთ საბაზისო ცოდნა საწარმოო ეკონომიკის დარგში. აქ მიღებული ცოდნა დაგეხმარებათ პროფესიულ ზრდაში.აკადემიისთვის პრიორიტეტია სწავლის პრაქტიკული მხარე, სწორედ ამიტომ,  მოწოდებული მასალა არის ადვილად გასაგები.
პროგრამის მონაწილეები ესწრებიან სემინარებს ლოგიკური თანმიმდევრობით. სემინარების და ვორკშოპების უმეტეს ნაწილზე დასწრება პროგრამის მონაწილეების გარდა, ნებისმიერი მსურველისთვისაც ნებადართულია.

პროგრამის მონაწილეები გაივლიან შემდეგ საგანმანათლებლო მოდულებს:

  • ბიზნესის ადმინისტრირების საფუძვლები
  • ფინანსური მენეჯმენტი
  • მარკეტინგი
  • ადამიანური რესურსების მართვა

Agile Academy

ეჯაილ აკადემიის მისიაა საქართველოში ეჯაილ პრაქტიკების, მიდგომების და პოპულარული ჩარჩოების პოპულარიზაცია და მათი პრაქტიკულ გამოყენებაში მხარდაჭერა.ტრენინგები აგებულია გამოცდილ საერთაშორისო მიდგომებზე და გამიზნულია რეალური, პრაქტიკული გამოცდილების მიღებაზე. აკადემიის ყველა ტრენერი არის პრაქტიკოსი პროფესიონალი და აქვს მრავალმხრივი გამოცდილება ამ სფეროში.
 ეჯაილ აკადემიის საერთაშორისოდ აღიარებული სასერტიფიკატო პროგრამები ინდივიდებსა და გუნდებს საშუალებას აძლევს წარმატებისთვის საჭირო ცოდნა და უნარები შეიძინონ.

Huro Architects

არქიტექტურული გამოცდილების მიმწოდებელი კომპანია HURO
აქ ისწავლით:

  • არქიტექტურული მოდელირებას
  • მასალებისა და ტექსტურების შერჩევას
  • არქიტექტურულ ვიზუალიზაციას

 “ჰუროში” სახლის პროექტის შექმნის პროცესი, არის სასიამოვნო არქიტექტურულ გამოცდილება.

IVAKNOWS

კონცეპტუალური კრეატიული სააგენტო, რომელიც მთელი არსით  დაფუძნებულია ბრენდ მარკეტინგის ღირებულებებზე, ეს არის გუნდი, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვს მარკეტინგისა და საკომუნიკაციო აქტივობების წარმოებაში და ის, ერთიანი ძალებით პასუხობს დამკვეთის კომპანიაში არსებულ მარკეტინგულ გამოწვევებს, იქნება ეს ახალი პროდუქტის რეალიზაციის გაზრდა, ბრენდის ცნობადობაზე მუშაობა თუ სხვა. 

აქ გავლილი კურსი მოგცემთ: ციფრული მარკეტინგის ყველა მიმართულების სრულ ცოდნას, რათა შეძლოთ ციფრული პროცესების დამოუკიდებლად მართვა ან შესაბამისი თანამშრომლის არჩევა და მისთვის სწორი მიზნებისა და ამოცანების დასახვა.

საზოგადოებრივი განვითარების აკადემია

„საზოგადოებრივი განვითარების აკადემია“ დაარსდა 2014 წელს, ხოლო აქტიური საქმიანობა დაიწყო 2016 წლიდან. აკადემია  ძირითადად ფოკუსირებულია ადგილობრივი თვითართველობის გაძლიერების, მონიტორნიგის, ანგარიშდებლების მიმართულებით და საკრებულოს მთავარ და საკომისიო სხდომებში აქტიურ ჩართულობაზე.

აკადემიის პროექტებია: დემოკრატიისა და ლიდერობის სკოლა, თვითმართველობის და ლიდერთა საზაფხულო სკოლა.

 CX HUB

СX hub გთავაზობთ მომხმარებლების გამოცდილების მართვის კურსს. რომლის ფარგლებშიც შეძლებთ საფუძვლიანად გაეცნოთ CX-ის მართვას შემდეგი მიმართულებებით:

  • მომხმარებლის ხმის მართვა (Voice of Customer)
  • მომხმარებლის შემხებლობის წერტილების მონიტორინგის სისტემები
  • მომხმარებლის პრობლემების სისტემური მართვა
  • მომხმარებლის გამოცდილების მართვის ტექნიკები (СX Rasearches, Customer Journey Mapping, Service blueprint)
  • მომხმარებელზე ორიენტირებულობის კულტურის შექმნა
  • თანამშრომლის ჩართულობის და გამოცდილების მართვა (Employee Experience)

Leeuw Jasmine

სასაუბრო ინგლისური ენის კურსს ხელმძრვანელი ბრიტანელი/სამხრეთ აფრიკელი ლექტორი – ჟასმინ ლიუ.
მას დიდი სამუშაო გამოცდილება აქვს ისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა: AMZScout, ECOS.am, Redenex, Zine Innovations, Hug Agency და სხვა.
ჟასმინს ძალიან დიდი გამოცდილება აქვს სტუდენტებთან მუშაობის. ის დაგეხმარებათ თავისუფლად ისაუბროთ ინგლისურ ენაზე და გაეცნოთ ინგლისურის ფუნდამენტურ ცნებებს.  სასაუბრო ინგლისურის კურსის  გავლა შეგიძლიათ როგორც ონლაინ ფორმატში, ასევე, ფიზიკურ რეჟიმში. გარდა ამისა,  შეგიძლიათ ინდივიდუალური ან ჯგუფური გაკვეთილების არჩევა.

 

განაგრძე აფვეიზე უწყვეტი თვითგანვითარება !

upway.ge
Logo
რეგისტრაცია
Compare items
  • Total (0)
Compare
კალათა