ჯანსაღი კვება და ჩვევები თეორიიდან პრაქტიკამდე
სემინარი – ჯანსაღი კვება და ჩვევები თეორიიდან პრაქტიკამდე
ყველა ადამიანს სურს იყოს ჯანმრთელი. ჯანმრთლობაზე, კი უდიდეს ზეგავლენას ახდენს ჯანსაღი კვება, ფიზიკური აქტივობა, ხარისხიანი ძილი და სტრესის მართვა. დღევანდელ რეალობაში ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად, ინფორმაციის ნაკლებობა ნამდვილად აღარაა პრობლემა, მაგრამ პრობლემად რჩება სანდო, მარტივად გასაგები და პრაქტიკაში აპრობირებული ინფორმაცია.
2 საათიან სემინარზე განხილული იქნება ჯანსაღი კვების ძირითადი კომპონენტები, როგორც უშუალოდ საკვები და საკვების კატეგორიები, ისე ჩვევები. მათი ერთობლიობა კი უზრუნველყოფს ადამიანის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას და შენარჩუნებას გრძელვადიანად.
სემინარზე ვერ მოისმენთ ისეთ ასპექტებს რომლებიც მხოლოდ თეორიაა, ყველაფერი აპრობირებულია პრაქტიკაში და რაც მთავარია მარტივია.
ვისთვის არის ტრეინინგი:
ვისაც სურს შეცვალოს საკვების მიმართ დამოკიდებულება, არ აქვს დრო და ბოლომდე ვერ ხვდება რა უნდა გააკეთოს, რომ ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრას კვებასთან დაკავშირებული პრობლემები. ხოლო მათთვის ვისაც დრო აქვს, ეს ყველაფერი კიდევ უფრო მარტივი იქნება.
სემინარს გაუძღვება სანდრო ნოზაძე.
სანდრო ნოზაძე კანადური აკადემია Precision Nutrition-ის მიერ სერთიფიცირებული ნუტრიციის ქოუჩია. სანდრო ჩვევებზე დაფუძნებული ნუტრიციული ინტერვენციებით ეხმარება ადამიანებს მიაღწიონ თავიანთ მიზნებს, იქნება ეს წონის კლება, მატება, თუ ზოგადი ჯანმრთელობის გაუმჯობესება. კვებასთან ერთად, მის პრაქტიკაში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ძილის, მოძრაობის და სტრესის მართვის კომპონენტებზე.
სანდრო მუშაობს როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურად. ატარებს ტრეინინგებს კორპორაციებში, სპორტულ გუნდებში და საგანმანათლებლო უწყებებში.
სემინარი ჩატარდება 28 მარტს, 20:00 – 22:00 საათზე.
დეტალები: ჯანსაღი კვება და ჩვევები თეორიიდან პრაქტიკამდე
|
შეფასებები
შეაფასე პირველმა: “ჯანსაღი კვება და ჩვევები თეორიიდან პრაქტიკამდე” კომენტარის გაუქმება
სემინარის გავლის შემდეგ გეცოდინებათ:
- რა მოქმედებს ჩვენს კვებაზე და კვებით ჩვევებზე და რაზე მოქმედებს ჩვენი კვება;
- რა არის და რა დანიშნულება აქვს ორგანიზმისთვის – ცილას, ნახშირწყალს და ცხიმს (მაკრონუტრიენტები) და ვიტამინებს და მინერალებს (მიკრონუტრიენტები);
- რომელია თითოეული მათგანის ყველაზე კარგი და არც თუ ისე კარგი წყარო;
- რა არის კალორია და აქვს თუ არა კალორიის წყაროს მნიშვნელობა;
- რა მარტივი ჩვევები უზრუნველყოფენ წონის კლებას და შენარჩუნებას გრძელვადიანად;
- წონის მატების ფარული მიზეზები;
- ენერგიის 4 ხარჯვითი ნაწილი – რა უნდა ვიცოდეთ თითოეულზე;
- კვების სიჩქარე და მისი მნიშვნელობა;
- რა არის სტრესული/ემოციური კვება? როგორ ამოვიცნოთ და რა მეთოდებით გავუმკლავდეთ?
- კვება და გაჯეტები;
- კვების დაგეგმვა და მისი მნიშვნელობა.

₾100
მსგავსი კურსები

Graphic Design For Beginners


საოფისე პროგრამების პრაქტიკული კურსი


გრაფიკული დიზაინი

₾100
შეფასებები ჯერ არ არის.