აფვეიზე საუკეთესო შეთავაზებების კვირეული დაიწყო!
შავი პარასკევის შეთავაზების ფარგლებში თვითგანვითარების მაძიებლები, შერჩეული კურსების შეძენას 15%-დან 45%-მდე ფასდაკლებით შეძლებთ.
მომხმარებლისთვის სიახლეების მოძიებას არასდროს ვწყვეტთ და მიზნად ვისახავთ ჩვენს საიტზე განთავსებული კურსები საინტერესოსთან ერთად, ხელმისაწვდომიც იყოს.
ქვემოთ წარმოგიდგენთ 10 კურსს, რომელსაც ყველაზე დიდი ფასდაკლებით შეიძენთ:
COPYWRITING – გიორგი ქუცა რუხაძე -35%
სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტებმა შეძლონ სარეკლამო და არამარტო სარეკლამო ტექსტზე სრულფასოვანი მუშაობა და მათი აღქმა. ქოფირაითინგის კურსის გავლის შემდეგ, სტუდენტები შეძლებენ სცენარის, სლოგანის, სტატიებისა და სხვა სახის ტექსტების ლაკონურად, გამართულად წერას, პერსონაჟის შექმნას, მესიჯზე და ვოისოვერზე მუშაობას.
გიორგი კრეატიული სააგენტო HOLMES&WATSON-ის უფროსი ქოფირაითერი, სხვადასხვა პერიოდში, მუშაობდა სატელევიზიო გადაცემებზე, საარჩევნო კამპანიებზე, საქველმოქმედო პროექტებზე და სხვა ღონისძიებებზე. 2014 წლიდან დღემდე HOLMES&WATSON-ში იმუშავა 100-ზე მეტი ბრენდის 500-ზე მეტ კამპანიაზე. მათ შორის, თიბისი ბანკი, ევროპაბეთი, ელიტ ელექტრონიქსი, კულტურის სამინისტრო, აისი, ბილაინი და სხვა.
JAVA -43%
Java ერთ-ერთი პროგრამირების ენაა მრავალთაგან, მისი საშუალებით შესაძლებელია შეიქმნას ნებისმიერი სირთულის Enterprise აპლიკაცია. Java ფართოდ გამოიყენება როგორც ვებ ინდუსტრიაში, ასევე მობილური აპლიკაციების შექმნაში, ასევე დიდი წილი უჭირავს Gaming ინდუსტრიაში. Java-ს საშუალებით მარტივად შეუძლია პროგრამისტს ნებისმიერი Android OS-ისთვის განკუთვნილი აპლიკაცია შექმნას.
პროგრამირების ენით ადამიანი არ იზღუდება, მას შეუძლია საზღვრებს გასცდეს და Freelance დეველოპერი გახდეს, რაც საკმაოდ სოლიდური ანაზღაურების გამომუშავების საშუალებას იძლევა. ნებისმიერ თანამედროვე აპლიკაციას, რომელიც იქმნება Android სისტემისთვის, 90% Java უდგას უკან, ასევე ყველაზე ცნობილი პლატფორმები იყენებენ მას: Google, Accenture, HCL, Infosys, TCS, Flipkart, Myntra, Naukri, jaboong, ibibo, trivago, Yahoo, Amazon, Intel, Philips, eBay, etc.
PRODUCT OWNER -39%
კურსის მიზანია, დაეხმაროს მონაწილეებს: ეფექტურად შეასრულონ Agile მეთოდოლოგიის მიხედვით Product Owner-ის როლი სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციაში, დაეუფლონ Product Owner-ისთვის აუცილებელ პრაქტიკულ უნარებს, გაიღრმავონ შესაბამისი თეორიული ცოდნა და გამოიყენონ ბაზარზე არსებული საუკეთესო პლატფორმები მუშაობის პროცესში, უკეთესად წარმოაჩინონ საკუთარი უნარები და გამოცდილება Product Owner-ის შერჩევის პროცესში საქართველოს და საერთაშორისო ბაზარზე.
გახდნენ მომხმარებლებზე და პროდუქტის ღირებულებაზე ორიენტირებული პროდუქტის ლიდერები, სწორად განსაზღვრონ პროდუქტის და ბიზნეს პრიორიტეტები და მართონ პროდუქტით დაინტერესებული მხარეები, შექმნან პროდუქტის წარმატებისთვის საჭირო დოკუმენტაცია და მასალები საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკების მიხედვით, შეძლონ პროდუქტის ფინანსური და მარკეტინგული სტრატეგიის დამოუკიდებლად შექმნა.
Ableton live-ის ინტენსიური კურსი -30%
წლების განმავლობაში ელექტრონული მუსიკის შექმნა დაკავშირებული იყო ბუნდოვან კვლევებთან, პროგრამებთან, რომელიც მხოლოდ აუდიო ინჟინერებისთვის და მუსიკასთან დაკავშირებულ მოკლე წრისთვის იყო ხელმისაწვდომი და გასაგები. დღესდღეობით Ableton Live-ის დამსახურებით, მუსიკოსად ჩამოყალიბება საკუთარი საძინებლის კომფორტიდანაც შეიძლება. მუსიკის წარმოების ტექნოლოგია უფრო ხელმისაწვდომი და მარტივი გახდა.
ყველა ციფრულ აუდიო პროგრამას თავისი ნაკრები მოყვება. ზოგი სპეციალურად ჩაწერისა და დამუშავებისთვისაა, ზოგი მუსიკის წარმოებაზეა კონცენტრირებული. Ableton Live იდეალურია ამ ყველაფრისთვის. მაგალითად Live 11-ს უსასრულო შესაძლებლობებს გაძლევს. ის შეგიძლია გამოიყენო, როგორც ინდივიდუალურად, ისე ბენდთან ერთად მუშაობის დროს. Live 11-ს 70 გეგაბაიტიანი კონტენტი და ძალიან დიდი ვირტუალური ინსტრუმენტების კოლექცია აქვს, ასევე მას Max For Live მოყვება და უამრავი პლაგინიც. თავიდან ებელტონ ლაივი დოსავით გამოყენებადი იყო, ეს უფრო იმიტომ, რომ ლაივი საშუალებას გაძლევს ააგო ტრეკები და იურთიერთო მათთან.
Music Theory – 1 თვიანი ინტენსიური კურსი -30%
ისწავლე როგორ გამოიყენო მუსიკის თეორია შენს სასიკეთოდ რათა წერო ელექტრონული მუსიკა. ეს კურსი არის კომპაქტური და ფუნდამენტურად ფარავს მუსიკის თეორიას. პლიუს, ის შექმნილი იყო ელექტრონული მუსიკოსებისთვის აკადემიის კურსდამთავრებულების ნაცვლად. არ შეცდეთ, 12 საათი არ სჭირდება ვიდეო ლექციებს რათა ისწავლო როგორ ააშენო და გამოიყენო მაჟორული შკალა. ეს კლასი წარმოადგენს მცირე მოცულობის ვიდეოებს, რომლებიც ხსნიან და დემონსტრაციას უკეთებენ თითოეულ საკითხს ძალიან ზუსტად.
ეს კურსი გთავაზობს მეტს, როდესაც ძირითად სასწავლო საკითხებს გასცდები. შენ ისწავლი როგორ მართო რიტმი, აღმოაჩინო მელოდიის წერის სტრატეგიები და გზები, მიიღებ რჩევებს მუსიკის წერასთან დაკავშირებით რივერბზე და ეკვალაიზერზე, ასევე აკორდების პროგრესიაზე. შენ შეისწავლი არა მხოლოდ სრულ შესავალს მუსიკის მნიშვნელოვან საკითხებზე, არამედ შეძლებ გამოიყენო ეს ცოდნა სხვადასხვა მუსიკალურ ჟანრში ნაწარმოებების შექმნაში.
აუდიო მიქსინგი სტუდიურად ჩაწერილი მუსიკალური ნაწარმოებების გაერთიანების პროცესია. ეს ნაწარმოებები (ტრეკები) გაერთიანებულია სხვადასხვა ეფექტებით. მაგალითად ისეთებით, როგორებიცაა: კომპრესორი, რივერბი და ეკვალაიზერი. მიქსინგის მიზანია ნაწარმოების საუკეთესო ვერსია მიიტანოს მსმენელამდე, ეს ყველაფერი კი სხვადასხვა ეფექტებისა თუ საფეხურების დარეგულირებით მიიღწევა. მთავარი ყველა ცალკეული ტრეკის უნისონში მოყვანაა ერთმანეთთან, ერეინჯმენთის განყოფილებაში.
მულტიტრეკ ჩანაწერი არის რამდენიმე ტრეკის ერთობლიობა, ასევე ცნობილი როგორც სტემები. არ არსებობს სწორი და არასწორი ტრეკების რიცხვი, შენ უბრალოდ ვერ გექნება არაფრობა. საბოლოო შედეგი მულტიტრეკ ჩანაწერის ასევე ცნობილია, როგორც მიქსდაუნი. მიქსდაუნი საბოლოო ნაბიჯია მასტერინგამდე. არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ტრეკებს არეკორდებ მიკროფონებით, ამპერებით ან წინასწარ ჩაწერილი სემპლების შეკვრას თუ იყენებ. თვით ათვისების უნარი ძალიან მნიშვნელოვანია. საკუთარი კრეატიული და არტისტული ხედვის მართვა კი მუსიკის კეთებას უფრო მაღალ საფეხურზე გადაიყვანს და ეს შენ უკეთეს პროდიუსერად გაქცევს.
გრაფიკული დიზაინი – 43%
გრაფიკოს დიზაინერი ის ადამიანია, ვისაც საკუთარი იდეისა თუ ჩანაფიქრის ვიზუალურიზაცია შეუძლია. დღეს ეს პროფესია, როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო ბაზარზე საკმაოდ მოთხოვნადია.
რას ისწავლი:
- Adobe Photoshop, Adobe Illustrator – ის ძირითადი ხელსაწყოები;
- გრაფიკული დიზაინის ძირითადი მიდგომები, ტრენდები და პრინციპები;
- სხვადასხვა სირთულის პროექტისთვის ვიზუალების შექმნა;
- Art Direction – ის საფუძვლები;
კურსი განკუთვნილია როგორც დამწყები, ასევე მოყვარული დიზაინერებისთვის, რომლებსაც სურთ შეიძინონ და/ან გაიღრმავონ ცოდნა დიზაინის სფეროში.
ინტერიერის დიზაინი -22%
კურსის მთავარი მიზანია სტუდენტებისთვის იმ საბაზისო ცოდნის გაზიარება, რომელიც დაეხმარება მათ საკუთარი იდეეების განხორციელებაში.
კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტი დამოუკიდებლად შეძლებს სხვადასხვა სირთულის რენდერის შექმნას, ისწავლის ARCHICAD – ისა და AUTODESK 3DS MAX – ხელსაწყოებს, გაეცნობა ინდუსტრიაში არსებულ მნიშვნელოვან საკითხებს.
რას ისწავლი:
- ARCHICAD – ისა და AUTODESK 3DS MAX – ის ძირითად ხელსაწყოებს;
- ინტერიერის დიზაინის თანამედროვე მიდგომებსა და პრინციპებს;
- პროექტებთან მუშაობის სპეციფიკას;
- 3D რენდერების შექმნას;
- სივრცის მოწყობას ავეჯითა და დამატებითი ელემენტებით;
- დამკვეთთან ურთიერთობის სპეციფიკას;
3D დიზაინის კურსი -24%
3D გრაფიკა თანამედროვე რეალობაში ერთ – ერთი პერსპექტიული და მოთხოვნადი პროფესიაა, რომლის საშუალებითაც შეძლებ შექმნა სამგანზომილებიანი ანიმაციები, პოსტერები, სარეკლამო ვიდეორგოლები და სხვა.
რას ისწავლი:
- – 3D რედაქტორთან (Blender – თან) მუშაობას;
- – მოდელირების მეთოდებს;
- – ტექსტურირება, მოდიფიკატორების შესწავლას;
- – ანიმაციების, მოდელებისა და მატერიალების შექმნას;
- – სხვადასხვა სირთულის სცენის შექმნას;
- – განათებისა და შუქ-ჩრდილების შექმნის პრინციპებს;
- – რენდერინგის პრინციპებს.
ქოფირაითინგის კურსი -24%
ზოგადი განმარტებით, ქოფირაითინგი მარკეტინგული/დამარწმუნებელი ტექსტების წერის პროცესია, რომელიც ადამიანებს კონკრეტული მოქმედებისაკენ უბიძგებს. ამ დეფინიციაში არასწორი არაფერია – ისეა, როგორც უნდა იყოს, თუმცა რეალობა ცოტა უფრო სხვაგვარია.
სინამდვილეში, ქოფირაითინგი სიტყვების ფლობისა და გონივრულად გამოყენების ხელოვნებაა, ქოფირაითერი მედიატორია ბრენდსა და მომხმარებელს შორის. სწორედ ის წარმართავს კომუნიკაციას, რომელზეც ბრენდის მომავალი შენდება. კურსის დასრულების შემდეგ, შენ გექნება საკმარისი ცოდნა, დაეუფლო ერთ – ერთ ყველაზე მოთხოვნად პროფესიას და საკუთარი თავი ახალ სფეროში გამოცადო.
არ გადადო, შეარჩიე და შეიძინე შენთვის საინტერესო კურსი, ყველაზე დიდი ფასდაკლებით.