ვინ არის Product owner? – ესაა ადამიანი, რომელიც პროდუქტს და მის სარგებელს მაქსიმალურად ანვითარებს და ზრდის. Მისი მთავარი მიზანი ბიზნესის მოგების ზრდა და მომხმარებლის კმაყოფილებაა. დღევანდელ ბლოგში , ჩვენი რესპონდენტები სხვადასხვა წამყვანი კომპანიის თანამშრომლები არიან, რომლებსაც ვთხოვეთ, გაეზიარებინათ მათი განვლილი გზა Product owner-ობისაკენ და მოეყოლათ გამოწვევბზე, რომლებიც ამ გზას თან ახლავს.
ლაშა შარიქაძე,PO of MEAMA
– Product Owner არის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა ეჯაილ software დეველოპმენტში, Owner პასუხისმგებელია ჩამოაყალიბოს და განსაზღვროს პროდუქტის და პროექტის ძირითადი მახასიათებლები, მან უნდა დაიცვას პროდუქტის საბოლოო მომხმარებლის საუკეთესო ინტერესი და უზრუნველყოს დაგეგმილ დროში და ბიუჯეტში პროცესების შესრულება. Product Owner-ის როლი მოითხოვს ერთდროულად უნარების, ცოდნის და გამოცდილების უნიკალურ გაერთიანებას.მინდა გაგიზიაროთ ჩემი 10 წლიანი მოგზაურობა Product Owner-ის პოზიციამდე და გამოცდილება რაც მივიღე განვლილ გზაზე.19 წლის ასაკში როდესაც კარიერას ვიწყებდი წარმოდგენა არ მქონდა რომ Product Owner ვიქნებოდი, მაგრამ ვხვდებოდი რომ ეფექტურად შემეძლო პრობლემების მოგვარება და მქონდა ინტერესი თუ როგორ მუშაობდა პროცესები სხვადასხვა ეტაპზე. გამიმართლა რომ 2012 წელს საქართველოში პირველ და ყველაზე დიდ სტარტაპ ინკუბატორში ჩართული ვიყავი ელ. კომერციის, ციფრული საფულის და ადგილზე მიტანის სერვისების დანერგვაში და ბიზნესის განვითარებაში. ეფექტურ კომუნიკაციასთან ერთად რომელიც უმნიშვნელოვანესია, ვსწავლობდი და ვავითარებდი ისეთ უნარებს როგორიცაა IT პროექტების მენეჯმენტი, საბოლოო მომხმარებელზე ორიენტირებულობა, მონაცემების ანალიზი.როგორც Product Owner-ს, დღეს, მაქვს პრივილეგია ვიმუშაო Digital Settings-ის პროფესიონალ გუნდთან ერთად ინოვაციურ და ამბიციურ საერთაშორისო პროექტებზე. პროექტები უმეტესად მოიცავს და აერთიანებს როგორც Software დეველოპმენტს, ასევე Embedded (ჩაშენებული) სისტემების დეველოპმენტს. შეჯამებისთვის ვიტყვი რომ დღეს ციფრულ ინდუსტრიაში მომუშავეები აქტიურად განვიხილავთ და ვტესტავთ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს ჩვენ პროექტებში თუ როგორ გავხადოთ საბოლოო პროდუქტი უფრო “ჭკვიანი”, მოქნილი და კონკურენტუნარიანი. Open AI-ს გამოყენება უკვე ჩემი და ჩემი კოლეგების უმეტესობის ყოველდღიური სამუშაოს შემადგენელი პროცესია. დაჩქარებული გლობალური ცვლილებები და პროგრესი მაძლევს საფუძველს ვივარაუდო რომ ჩვენ საყვარელ სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის წიგნებში განვითარებული მოვლენები – რეალობასთან უკვე ძალიან ახლოს არის… ჩემი დიდი სურვილია ამ პროგრესის და პროცესების მხოლოდ დამკვირვებელი არ ვიყო, არამედ ვიყო თანამონაწილე და კონტრიბუტორი ციფრული ინდუსტრიის განვითარებაში რომელიც საბოლოოდ კაცობრიობას მოუტანს კიდევ უფრო გამარტივებულ ცხოვრებას, უფრო მეტ თავისუფალ დროს და მეტ ბედნიერებას.
თეა კობახიძე,Amazon-Senior Program Manager
დავამთავრე ბიზნეს ადმინისტრაცია ESM-ში და შემდეგ უკვე BA Karlsruhe-ში. თუმცა სწავლა არ დასრულებულა, ეხლაც ვსწავლობ, ოღონდ უკვე აუდიო წიგნებით, კურსებით.Product owner-ობამდე ბევრი ვიარე, ჯერ მომხმარებელთა თვისებრივ მკვლევარად ვმუშაობდი გერმანიაში (Seissmo Markt und Forschung), შემდეგ სილქ ტვ-ის პროდუქტ მენეჯერად დავიწყე მუშაობა თბილისში, სწორედ ამ პერიოდში 4-მა თანამშრომელმა გადავწყვიტეთ ჩვენი სტარტაპი დაგვეწყო და Swoop.ge დავაარსეთ. სწორედ ეს იყო პირველი პროდუქტ ოუნერშიპის გამოცდილება, როცა შენი პროდუქტია და ყველაფერი გეხება და გტკივა. შემდეგ დაიწყო თიბისის ძალიან საინტერესო პერიოდი, სადაც პროდუქტ ოუნერის როლით დავიწყე ჯერ თი ბოტის გუნდში, შემდეგ კი მობაილბანკში გავნაგრძე. ამ დროს დაემთხვა ეჯაილ მეთოდოლოგიაზე გადასვლა, როცა როლის სწავლა და თან როლში ყოფნა იყო საჭირო.
რა მნიშვნელოვანი თვისებები უნდა ჰქონდეს პროდაქტ ოუნერს?
ეს საქმე ბევრი უნარისა და ცოდნის კომბინაციას მოითხოვს. თითქოს არ არის “rocket science”, მაგრამ იმისათვის რომ გამორჩეულად კარგი PO გახდე რამოდენიმე მიმართულებაა აუცილებელი:
პროდუქტის ხედვა:
რასაც სტრატეგიული ხედვა შეგვძლია ვუწოდოთ, ეს ხედვა უნდა იყოს მომხმარებლის საჭიროებებსა და მოთხოვნებზე დაფუძნებული და ამავდროულად ბიზნეს მოთხოვნებსაც უნდა აკმაყოფილებდეს.
გავლენა ძალაუფლებისგარეშე:
ანუ უშუალო გუნდის წევრების და ორგანიზაციის სხვადასხვა რგოლის დარწმუნება და მოტივირება პროდუქტის ხედვის განსახორციელებლად.
პროდუქტის და სფეროს ცოდნა:
მათ შორის ტექნიკურადაც.
ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება
მოქნილობა და ოპტიმიზმი:
იმისათვის, რომ მუდმივ ცვლილებებსა და გაურკვევლობაში ნავიგაცია შეგეძლოს.
საბა მიქაია,TBC-Product Owner, Digital Growth Team
ვსწავლობდი თავისუფალ უნივერსიტეტში, ბიზნესის ადმინისტრირებაზე და მეორე კურსზე დავიწყე მუშაობა თიბისი-ში, სტარტაპერის გუნდში, სადაც ვმუშაობდი დამწყები ბიზნესებისთვის არასაბანკო/არაფინანსური სერვისების განვითარებაზე და სხვადასხვა ბიზნეს მხარდაჭერის პროექტზე. მათ შორის მომიწია რამდენიმე ვებ პროექტზე მუშაობა, რამაც უფრო გააღვივა ჩემი ინტერესი ტექნოლოგიებისა და ციფრული პროდუქტების მიმართ. ამის შემდეგ გავხდი იმ გუნდის product owner-ი, რომელიც თიბისი ბიზნესისთვის ახალი ვებ საიტის განვითარებაზე მუშაობდა. ახლა კი, ციფრული ბანკის გუნდში growth გუნდის product owner ვარ.ზოგადად, Product owner-ის როლი ძალიან ფართოა და რაღაც მხრივ ბიზნესის, პროდუქტის დიზაინისა და ტექნოლოგიების კომპეტენციების თანაკვეთაზეა. შესაბამისად, თითქმის ნებისმიერი გამოცდილების მქონე ადამიანს შეუძლია მოირგოს ეს ფუნქცია. ხშირად PO-ები კროსფუნქციურ გუნდებში მუშაობენ, რაც იმას ნიშნავს რომ სხვადასხვა კომპეტენციის ხალხი ჰყავთ გუნდში (დიზაინერები, დეველოპერები, ტესტერები, ა.შ). თუმცა, PO ამ ხალხის უშუალო ხელმძღვანელი არ არის ხოლმე, რაც იმას ნიშნავს, რომმან უნდა შეძლოს გაუძღვეს გუნდის წევრებს და მიაღწიოს დასახულ მიზნებს მენეჯერის/ხელმძღვანელის უფლებამოსილებების გარეშე (Influencing without authority). გარდა ამისა, მას მუდმივად უწევს სთეიქჰოლდერებთან ურთიერთობა და მათ საჭიროებებს/ინტერესებს, პროექტის მიზნებსა და გუნდის რესურსებს შორის ბალანსის დაცვა. ამ ყველაფრის ეფექტურად შესასრულებლად საჭიროა ისეთი უნარები, როგორიცაა:
ლიდერობის უნარი
კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი.
კონფლიქტების მართვა.
ემპათია.
სტრატეგიული ხედვა.
თუ დღევანდელი ბლოგი, სურვილს გაგიჩენს ისწავლო რაიმე ახალი, ცოდნა გაიღრმავო ციფრული პროდუქტის შექმნასა და მათ განვითარების პროცესში, აუცილებლად ეწვიე ჩვენ საიტს, სადაც იპოვნი “ციფრული აკადემიის” კურსს “Product owner” რომელიც, საინტერესოა როგორც, უკვე გამოცდილი პროექტ მენეჯერებისთვის, ასევე დამწყები სტუდენტებისთვის.