სამი ახალი მენტორი, 303Hz – ის მუსიკალურ სკოლაში

თუ აპირებ საკუთარი შესაძლებლობები მუსიკალურ ინდუსტრიაში მოსინჯო, ელექტრონული მუსიკის მიმართულებით ცოდნის განსავითარებლად 303hz-ს გირჩევთ, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო სკოლაა საქართველოში. სკოლას ორი მიმართულება აქვს. პირველი Production-ია, რომელიც გულისხმობს მუსიკის წერის შესწავლას და ეს მიმართულება მოიცავს შემდეგ კურსებს: Abletone live, Music theory, Mixing post production, Live performance; მეორე მიმართულება კი Djing-ია.

303Hz უკვე 4 წელია არსებობს და მათ გუნდს წელს 3 ახალი მენტორი შეუერთდა, ადამიანები, რომლებმაც დიდი გამოცდილება დააგროვეს და ახლა მზად არიან ის დამწყებ არტისტებს გაუზიარონ.

დიმიტრი გონგლიაშვილი(სასცენო სახელი DJ Delorean) – პროდიუსერი და DJ, რომელიც ელექტრონული მუსიკით თინეიჯერობიდან დაინტერესდა, თუმცა როგორც თავად ამბობს, კონკრეტული მიმართულებით გემოვნების ჩამოყალიბება 2016 წლიდან დაიწყო. Მისი დებიუტი 2017 წელს  “cafe gallety”-ში ჰქონდა შედგა, New Comer –  ივენთები “Kid B”-ის ფარგლებში. მალევე ის ბათუმში Blow Bar-ში წარსდგა მსმენელის წინაშე და მას შემდეგ თბილისის სხვადასხვა ვენიუებზე, Line Up-ებში ხშირად გვხვდება. Music Production-ის სწავლა 2018 წელს დაიწყო სტუდია (Echo)-ში, (რომელიც 303Hz-ის გახსნამდე არსებობდა). ამის შემდეგ დიმიტრიმ მალევე დაიწყო ტრეკების დარელიზება ქართულ და უცხოურ ლეიბლებზე, როგორებიცაა: Small Moves, Glispy Records, Dual Story Records, Sofa Club Records და სხვა.

  ” – 303-ის გუნდთან შემოერთება ნიშნავს, რომ ბევრ ნიჭიერ და გამოცდილ სცენის წარმომადგენლებთან ერთად მომიწევს თანამშრომლობა, რომ განვაგრძოთ სკოლის და სტუდენტების პროფესიული ზრდა და განვითარება.   ეს ასევე ნიშნავს, რომ მე მექნება შესაძლებლობა ვიმუშაო სტუდენტებთან, რომლებიც ახლა იწყებენ მუსიკალურ მოგზაურობას და დავეხმარო მათ ნიჭის განვითარებასა და მიზნების მიღწევაში, რაც ძალიან საპასუხისმგებლო საქმიანობად მიმაჩნია.

მზად ვარ თითოეულ სტუდენტს გავუზიარო პერსონალური გამოცდილება და დავეხმარო მათ საკუთარი უნიკალური ხმისა და სტილის განვითარებაში. მოუთმენლად ველი გუნდთან თანამშრომლობას და სკოლის წარმატებაში წვლილის შეტანას.”

 

   ელენე საბიაშვილი(სასცენო სახელი MTVARE) პროდიუსერი და DJ, რომელმაც მუსიკასთან ურთიერთობა პირველად კლასიკური მუსიკით დაიწყო. ელენემ 6 წლის ასაკში პირველად დაუკრა ორკესტრთან ერთად და სწორედ მაშინ გადაწყვიტა ამ სფეროში მოღვაწეობა პიანისტად განეგრძო. თუმცა, 7 წლის შემდეგ, ტრავმის გამო პროფესიული პაუზის აღება მოუწია, მარამ ამ ტრავმამ ახალი ინსტრუმენტები აღმოაჩენინა – დრამი, ბას გიტარა, კლავიში, გიტარა და საბოლოოდ ამის შემდეგ სხვადასხვა ბენდებს ვოკალისტად შეუერთდა.  

პირველად 12 წლის იყო, როდესაც  გიტარის თანხლებით საკუთარი კომპოზიცია შექმნა, თუმცა მაშინ როცა ერთი საკრავი მისთვის საკმარისი აღარ იყო, გადაწყვიტა ფროდაქშენის სწავლა და სხვადასხვა ინსტრუმენტების ციფრული არანჟირება. სწორედ ამან გააღვივა მისი ინტერესი ელექტრონული მუსიკის მიმართ.

“ – 2022 წლის ბოლოს, როცა სხვადასხვა მიზეზების გამო უკვე გადაწყვეტილი მქონდა დიჯეინგისთვის თავის დანებება, ზუსტად მაშინ გამოჩნდა 303hz და მენტორობა შემომთავაზა. ეს ჩემთვის მკაფიო ნიშანი იყო იმისა, რომ ამ სფეროში უნდა დავრჩენილიყავი და ჩემი გეგმები 360 გრადუსით შემოატრიალა. მენტორობა ჩემთვის პირველი გამოცდილებაა და უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს, ეს პროცესი არაფერს ჰგავს და უნიკალურია. 

მოსწავლეებზე დაკვირვება და მათზე მორგებული სასწავლო ტექნიკების შემუშავება ჩემთვის ძალიან საინტერესოა. თითოეულ მათგანს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება და ფსიქოანალიზაც მოითხოვს. 

იმდენად, რამდენადაც დიჯეინგი გასართობი და სასიამოვნო პროცესია, ასევე დიდ ყურადღებას, დისციპლინას და სიფრთხილეს საჭიროებს. თითოეულმა დაინტერესებულმა ადამიანმა კარგად უნდა გააცნობიეროს ამ სფეროს დადებითი და უარყოფითი თვისებები, ამიტომ ჩემს მოსწავლეებთან ყველა პოტენციურ სცენარს განვიხილავ, რომ მომავალში დიჯეინგით გამოწვეული საფრთხეები ავარიდო.”

 

Ბუბა მცხეთაძე  – პროდიუსერი და DJ, რომელმაც ღრმა ბავშვობიდან, დაახლოეებით 11 წლის ასაკიდან დაიწყო ელექტრონული მუსიკის ინდუსტრიაში ფეხის ადგმა.

მისი პირველი ნაბიჯები იყო სახლში, სხვადასხვა ჟანრის ელექტრონული მუსიკის მოსმენა და აღმოჩენა და შემდეგ მათი მარტივი მიქსი, რომლის შემდეგაც ამ ყველაფერმა სერიოზული სახე მიიღო და განვითარდა. თვითნასწავლი მუსიკოსი, ლოკალურ სცენებზე 2018 წლიდან ჩნდება და სწავლის გაღრმავების მიზნით, 303Hz-ში, მოკლე პერიოდის განმავლობაში სწავლობდა production-ს. ლიტვაში სასწავლებლად წასული არტისტი, საქართველოში 2021 წელს დაბრუნდა  და ამ პერიოდში მისი ყველაზე დიდი წარმატებული ნაბიჯები, სხვადასხვა ვენიუებზე გადაიდგა და დარელიზდა მისი ტრეკები ისეთ ლეიბლებზე, როგორიცაა: International chrome, Mcr,Piz records და სხვ.

პარალელურად ბუბამ ლოკალურ სცენაზე დააარსა ლეიბლი “Glispy Records”. ამ ლეიბლის პირველ კომპილაციაში თავი მოუყარა ისეთ არტისტებს, როგორებიც არიან: Dima Dadiani, Anushka Chkheidze, Cobert, Toke და სხვ.მის შემოქმედებას მსოფლიოს სხვადასხვა ვენიუებზე სხვადასხვა არტისტების მიქსში შეხვდებით, როგორებიც არიან: Jensen Interceptor, VTSS, SPFDJ, DJ SPIT, NENE H, Solid Blake, Mall Grab და სხვა. მან 22 წლის ასაკში მოახერხა, რომ მისი შემოქმედება ყველა აქტიურ პლატფორმაზე ნახევარ მილიონ მოსმენას აღწევს.ბუბა 2023 წლიდან 303 Hz-ის ოჯახს შემოუერთდა  და ის სხვა მენტორებთან ერთად DJing-ს შეასწავლის,

” – მენტორობა ჩემთვის საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმეა, მენტორს დიდი როლი აქვს სტუდენტის  განვითარებაში, არამარტო ტექნიკურ ასპექტში არამედ გემოვნების და ხარისხიანი მუსიკის პოვნაში.მიხარია რომ 303 ის გუნდის წევრი გავხდი და მომეცა საშუალება ჩემი ცოდნა და გამოცდილება გავუზიარო სხვას. ისეთ პატარა ქვეყანაში როგორიც საქართველოა , საკმაოდ ჩქარა და ხარისხიანად ვითარდება ელექტრონული მუსიკის სფერო , რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის 303 ის გუნდს.”

ხელოვნების კარი ყოველთვის ღიაა ენთუზიაზმითა და ინტერესით სავსე ადამიანებისთვის, ამიტომ, აქციე  ქართველი არტისტების განვლილი გზა შენი მოტივაციის წყაროდ, ნუ შეგეშინდება გამოწვევების და განაგრძე თვითგანვითარება!

Upway.ge-ზე 303-ის კურსების შერჩევა შეგიძლია. Ამ და სხვა მიმართულებით სხვა სიახლეებისთვის, თვალი ადევნე ვებსაიტს – საინტერესო ბლოგებს, ახალ-ახალ კურსებს და რაც მნიშვნელოვანია, სპეციალურ ფასებს, ფასდაკლების კატეგორიაში. 

upway.ge
Logo
რეგისტრაცია
Compare items
  • Total (0)
Compare
კალათა