გაიცანი აფვეის მენტორები

ახლის სწავლა და კეთება არასდროს არის გვიანი. Ჩვენ, აფვეიში გვჯერა რომ თვითგანვითარება ადამიანებისთვის არასდროს სრულდება და ვცდილობთ სწავლა ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად ვაქციოთ. 

ჯერ ზუსტად არ იცი, რისი სწავლა გინდა? – არაუშავს, upway ამ პრობლემას მოგიხსნის. Დაინტერესებულ პირებს upway-ს გუნდი მეგობარ მენტორებთან ერთად დაეხმარება სწორად შეარჩიონ კურსები და დაგეგმონ მათი თუ მათი შვილების განვითარების გზა.

არ გადადო, მოგწერე რისი სწავლა გინდა – ასე გამოიყურება ჩვენი ახალი წამოწყება, რომელიც მოუწოდებს ადამიანებს ჩანაფიქრების განხორციელებისკენ და მათ ამაში დახმარებასაც ჰპირდება. Დაკვირვებამ რომ  ადამიანებს, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ჭირდებათ გამოცდილი ადამიანების დახმარება და წინამძღოლობა განვითარების გზაზე, ჩაუყარა ჩვენ იდეას საფუძველი. Პლატფორმას უკვე შეუერთდნენ სფეროს ექსპერტები სხვადასხვა მიმართულებით, რომლებიც მზად არიან დაგროვილი ცოდნა გაუზიარონ დაინტერესებულ პირებს. Წამოწყებას მენტორები სხვადასხვა სფეროდან ყოველდღიურად უერთდებიან.

Გვიხარია, რომ მენტორებთან უკვე 30-მდე ადამიანმა  გაიარა კონსულტაცია და მიიღეს რჩევები, რომლებიც მათ გადაწყვეტილებების  მიღებაში დაეხმარათ. დღეს, Გაგაცნობთ აფვეის მენტორთა გუნდს, რომელიც ყოველდღე იზრდება.

Მარიამ ლელაშვილი

Მარიამ  ლელაშვილი ამჟამად იკავებს coo-ს  პოზიციას OPTIOAI-ში, სადაც გუნდთან ერთად ავითარებს ინოვაციურ პროდუქტებს, რათა ბანკებმა მონაცემებსგან  მაქსიმალური ღირებულების მიღება შეძლონ. 

Მარიამს აქვს  ძალიან საინტერესო გამოცდილება თიბისიში,  სადაც ის   ანალიტიკური პროექტების ლიდერი იყო და მისი პოზიცია ბანკში მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების კულტურის გაჩენას ემსახურებოდა.Მარიამი  დაეხმარება მონაცემთა მეცნიერებით დაინტერესებულ ადამიანებს.

Გიორგი პოპიაშვილი

Გიორგი პოპიაშვილი   MIAMI AD SCHOOL TBILISI-ს დამფუძნებელი და არტ დირექტორია. 

Მას სარეკლამო ინდუსტრიაში 15 წლიანი გამოცდილება აქვს მიღებული ისეთ კომპანიებში, როგორებიცაა BBDO, Saatchi & Saatchi, JWT Metro…  ასევე მოგებული აქვს არაერთი ჯილდო. Გიორგი მენტორობას გაუწევს სარეკლამო ინდუსტრიით დაინტერესებულ პირებს.

Თორნიკე ტურიაშვილი

Თორნიკე  ტურიაშვლი აფვეის მენტორია ციფრული მარკეტინგის მიმართულებით. თორნიკე არის KRAKEN -ის, GIFFER-ის და ELVIS-ის მმართველი პარნიორი და მას არაერთი წარმატებული ციფრული მარკეტინგული კამპანია განუხორციელებია, როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე. 

Ციფრული მარკეტინგის მიმართულებით, თორნიკე მზადაა დაეხმაროს  დაინტერესებულ ადამიანებს.

Ლაშა ყანჩაველი

ლაშა ყანჩაველი აფვეის მენტორია  ტექნოლოგიების მიმართულებით.ლაშას ძალიან საინტერესო გამოცდილება აქვს ისეთ კომპაიებში როგორებიცაა: EPAM GLOBAL და თიბისი.    

Პროდუქტის მენეჯმენტი, ბიზნესის მნიშვნელოვანი კომპონენტია,  რომელიც აკვირდება პროდუქტის სიცოცხლისუნარიანობას განვითარების ყველა ეტაპზე. Თუ გაინტერესებს, პროდუქტის მენეჯმენტი, ჩაეწერე ლაშასთან კონსულტაციაზე. 

Გიორგი ქუცა რუხაძე

Გიორგის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს კრეატიული ინდუსტრიის მიმართულებით. Ის არის კრეატიული სააგენტო HOLMES&WATSON-ის უფროსი ქოფირაითერი. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა სატელევიზიო გადაცემებზე, საარჩევნო კამპანიებზე, საქველმოქმედო პროექტებზე და სხვა ღონისძიებებზე. Მას უმუშავია 100-ზე მეტი ბრენდის 500-ზე მეტ კამპანიაზე. Გიორგი მენტორობას გაუწევს ქოფირაითინგით დაინტერესებულ პირებს.

Პაატა პაპავა

Პაატა პაპავა განათლების სპეციალისტი, ტრენერ-კონსულტანტი და ქოუჩია. Ის 2000 წლიდან ქმნის და უძღვება ტრენინგპროგრამებს ლიდერობისა და გუნდურობის, ეფექტური კომუნიკაციის, ორგანიზაციული კულტურის, მენტორების/ტრენერების მომზადების, თანამედროვე მენეჯმენტის თემებზე; მისი ავტორობითა და რედაქტორობით გამოცემულია სტატიები, გზამკვლევები და კრებულები განათლების, ორგანიზაციის განვითარების, ევროპული ძიებების საკითხებზე.

Პაატა მენტორობას გაუწევს მშობლებს ბავშვთა განათლების მიმართულებით.

Აფვეის მენტორთა გუნდი ყოველდღიურად იზრდება. ინიციატივაში ჩასართავად, მარტივი ფორმის შევსება დაგჭირდებათ. upway-ს გუნდი მალევე დაგიკავშირდებათ, გაიგებს თქვენს საჭიროებებს და შესაბამისი სფეროს ექსპერტთან დაგაკავშირებთ.

Upway  ერთ სივრცეში უყრის თავს სანდო ონლაინ თუ ფიზიკურ კურსებს, აერთიანებს 200 მდე კურსს 6 კატეგორიაში. upway, არის სივრცე ცნობისმოყვარე ადამიანებისთვის, რომლის მიზანიც ადამიანებისთგის ახლის სწავლის გზის გამარტივებაა. პლატფორმის უნიკალურობა მის სიმარტივეში მდგომარეობს. აფვეიზე მომხმარებელს სულ რამდენიმე წუთი სჭირდება სასურველი კურსის მოძიებაში, გაფილტვრასა და შეძენაში.

upway.ge
Logo
რეგისტრაცია
Compare items
  • Total (0)
Compare
კალათა