upway X eacademy – არ გადადო თვითგანვითარება

არ გადადო თვითგანვითარება

აფვეის, როგორც თვითგანვითარების სივრცეს, დასახული იდეის, დაეხმაროს ადამიანს აღმოაჩინოს მისი ძირითადი უნარები, დაისახოს მიზნები, იპოვნოს თვითგანვითარების საშუალებები და აიმაღლოს მოტივაცია, საზაფხულოდ შენთვის ერთი მთავარი სათქმელი და მისია აქვს – არ გადადო, ის რისი გაკეთებაც ახლავე შეგიძლია. 

აფვეიზე წამყვანი სკოლების, 300-მდე კურსის პოვნაა შესაძლებელი. მომხმარებლებს სასურველი კურსების პოვნა , ერთმანეთთან შედარება და შეძენა ერთ პლატფორმაზე, მარტივად შეუძლიათ.

ერთის მხრივ, თვითგანვითარების მსურველთათვის ძიების პროცესის გამარტივება და მათთვის საჭირო ყველა ინფორმაციის გაერთიანება, პარტნიორი სკოლებისთვის კი დამატებითი, საპრომოციო სივრცის მიწოდება, აფვეის უნიკალურ, ორივე მხარისთვის, სანდო და საიმედო პლატფორმად აქცევს. საიმისოდ, რომ აფვეი კიდევ უფრო მძლავრი მაკავშირებელი იყოს, მომხმარებელსა და კურსის მიმწოდებელს შორის,  გუნდი, უწყვეტი განვითარების რეჟიმში მუშაობს.

კამპანიის ფარგლებში “არ გადადო”, ეტაპობრივად ჩვენი პარტნიორი სკოლების შესახებაც მოგითხრობთ. 

 

გიორგი დათუკიშვილი – ელექტრონული აკადემიის დამფუძნებელი

upway X eacademy

დღევანდელ რეალობაში დრო განსაკუთრებით აჩქარებულია, ამიტომ დროის ოპტიმიზაცია მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. Upway კი სწორედ ის გარემოა, სადაც ძალიან მარტივია სასურველი კურსის მოძიება მცირე დროში. საიტზე მომხმარებელი პირდაპირ ხედავს, თუ რამდენად სანდოა Upway-ის პარტნიორი ტრენინგ ცენტრები, მათ საშუალება აქვთ გაეცნონ იმ კურსის შეფასებებს, რომლის არჩევასაც აპირებენ. 

 სანდო პარტნიორობა ეფუძნება ურთიერთთანამშრომლობას და დიდხნიან გამოცდილებას. არც ელექტრონული აკადემია და არც Upway არ ითვლიან ათწლეულებს თავიანთ ისტორიაში, თუმცა იმ მცირე დროის მონაკვეთში, რომლის განმავლობაშიც ვთანამშრომლობთ, ცალსახად ნდობის და მეგობრული ურთიერთობის საწინდარს ვხედავთ. Upway ეს არის ბრენდი, რომელიც გეხმარება განავითარო შენი პროდუქტები და შესთავაზო ისინი ფართო აუდიტორიას. ეს არის ადგილი სადაც ჩვენ ვათავსებთ ჩვენს ტრენინგებს, ვიღებთ რჩევებს თუ რა გავითვალისწინოთ პროდუქტის შექმნისას და რა არის ბაზრის მოთხოვნა. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ Upway გვეხმარება საკუთარი კომპანიის განვითარებაში და ამით ავითარებს საკუთარ მომსახურებასაც.

განათლების მნიშვნელობა თანამედროვე სამყაროში

ისტორიულად განათლება ყოველთვის პრიორიტეტს ანიჭებდა საზოგადოებას. განათლება განვითარების მთავარი ნაპერწკალია. ცივილიზაციაის ისტორიაზე დაკვირვებითაც ნათლად ჩანს, რომ ყოველი ახალი ეტაპი სწორედ რომ განათლების ახალი საფეხურის დაბადებით იწყება. თანამედროვე ადამიანისათვის წერა-კითხვა თითქმის ისეთივე განუყოფელი უნარია, როგორც სუნთქვა. უშუალოდ ჩვენი ქვეყნისათვის კი განათლება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. უახლოესი ათწლეულების პერიოდში არსებული კრიზისული პერიოდების განმავლობაში განათლების სისტემამ, როგორც მთავარმა ინსტრუმენტმა ქვეყნის განვითარებაში, მნიშვნელოვნად დაიხია უკან. უკიდურესად საჭიროა საზოგადოების იმ ნაწილებზე ზრუნვა, რომლებიც ქმნიან მომავალს, სკოლის მოსწავლეებზე და სტუდენტებზე. დღეისათვის ჩვენ ვერ ვთავაზობთ საზოგადოებას განათლების იმ დონეს, რაც ეს მოწინავე ქვეყნებშია. სწორედ ამიტომ, ჩემთვის როგორც ერთ-ერთი მოქალაქისათვის მნიშვნელოვანია ფართო მასებს მივაწოდო ჩემი ცოდნა და ამ ფორმით მათ განავითარონ თავიანთი პროფესიონალიზმი და ხელი შეუწყონ ქვეყნის განვითარებას.

 

eacademy – ის როლი, თვითგანვითარების გზაზე

მრავალი წლის გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ საქართველო განიცდის ინსტრუმენტული კომპეტენციების, ტექნიკური საშუალებების და საინფორმაციო – საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების მქონე ადამიანური რესურსის ნაკლებობას, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვანია თანამედროვე ელექტრონულ ეპოქაში. ამ გამოწვევის კვალდაკვალ 2019 წელს დაარსდა „ელექტრონული აკადემია“, რათა ვუპასუხოთ თანამედროვე შრომის ბაზრის გამოწვევებს.

ელექტრონული აკადემიის მიზანია საქართველოში დაამკვიდროს სწავლების მულტიფუნქციური მეთოდები, რომელიც ითვალისწინებს ტრენინგის მონაწილეებისთვის არასტანდარტული და პრაქტიკაზე აგებული გამოცდილების გაზიარებას. ისეთი ტიპის ტრენინგ მოდულების შემუშავებას, რომელიც პასუხობს თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებს და გამოწვევებს. ჩვენთვის პრიორიტეტია ტრენინგებისს მონაწილეებს ინტერაქციული სწავლების გამოყენებით შევთავაზოთ მაღალკვალიფიციური ტრენერების პრაქტიკული გამოცდილება. ჩვენი ყველა ტრენერი და პარტნიორი არის უმაღლესი დონის პროფესიონალი, 5+ წლიანი პრაქტიკული მენეჯერული გამოცდილებით.

თითოეული ჩვენი ტრენინგი აგებულია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასა და მოწინავე მეთოდოლოგიებზე დაყრდნობით.

დეტალურ ინფორმაციას ჩვენც ტრენინგებზე შეგიძლიათ გაეცნოთ საიტზე

https://eacademy.ge/ტრენინგები/

eacademy კამპანიას  “არ გადადო” უერთდება და მომხმარებლებს,  10 დღის განმავლობაში კურსებზე 10%-იან ფასდაკლებას სთავაზობს.

არ გადადო – შეარჩიე სასურველი კურსი ფასდაკლებით.

upway.ge
Logo
რეგისტრაცია
Compare items
  • Total (0)
Compare
კალათა