არ გადადო თვითგანვითარება – აღმოაჩინე ყველა კურსი ერთ სივრცეში

აფვეის, როგორც თვითგანვითარების სივრცეს, დასახული იდეის, დაეხმაროს ადამიანს აღმოაჩინოს მისი ძირითადი უნარები, დაისახოს მიზნები, იპოვნოს თვითგანვითარების საშუალებები და აიმაღლოს მოტივაცია, საზაფხულოდ შენთვის ერთი მთავარი სათქმელი და მისია აქვს – არ გადადო, ის რისი გაკეთებაც ახლავე შეგიძლია.  

არ გადადო თვითგანვითარება.

გაიხსენე, ბოლოს რა დაისახე მიზნად? რისი სწავლა გინდოდა? ან იქნებ ბავშვობიდან ოცნებობდი რაიმეზე. დაფიქრდი, შეასრულე თუ არა შენი გეგმები, რომლებიც მუშაობისას ან დასვენებისას მოგივიდა თავში და თუ არა რამ შეგიშალა ხელი.იქნებ იმან, რომ ხვალინდელი დღისთვის გადადე, მერე კი თავიდან ამოგივარდა.

ზუსტად ამიტომ, ჩვენ გვინდა  ხაზი გავუსვათ იმას, თუ რა მნიშვნელობა აქვს ცოდნას ადამიანის ცხოვრებაში. ამისათვის დროს და ენერგიას არ დავიშურებთ და მთელი ზაფხული შეგახსენებთ რომ – არ გადადო!

არ გადადო სწავლა.

რა არის ცოდნა და რამდენად დიდი ადგილი უჭირავს მას ადამიანის ცხოვრებაში, ცხადია, თითოეული ჩვენგანისთვის ინდივიდუალურია. თუმცა, ცალსახაა რომ ცოდნის მიღება ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია და ძალიან გაგვიმართლა – თანამედროვე სამყაროში უამრავი საშუალებაა გაიგო რაიმე ახალი, იქნება ეს სკოლა, უნივერსიტეტი, ონლაინ კურსები, საინფორმაციო ვებ საიტები, დოკუმენტური და მხატვრული ფილმები და რაც მთავარია, ჩვენს გარშემო მყოფი ადამიანები – ცოდნა ყველგანაა, მთავარია მისი მიღების და გაზიარების სურვილი გვქონდეს. 

“განათლება დიდებული საშუალებაა პიროვნების განვითარებისათვის. სწორედ განათლების წყალობით შეიძლება გახდეს გლეხის შვილი – ექიმი, მეშახტის შვილი – შახტის დირექტორი, ფერმერის შვილი – ქვეყნის პრეზიდენტი” 

თუ ნელსონ მანდელას დავუჯერებთ, მივხვდებით რომ გზა წინსვლისკენ მხოლოდ განათლებაზე გადის, რომ ცოდნით შეიძლება სულ სხვა ადამიანად იქცე. რა შეიძლება იყოს ამაზე მეტად მამოტივირებელი? – ალბათ არაფერი.

არ გადადო  სიახლეები.

თანამედროვე სამყაროში ი დრო ნამდვილად აჩქარებულია, დრო არასდროსაა საკმარისი და ინფორმაციის სიმრავლემ ის კიდევ უფრო შეამცირა. გამოიყენე ყოველი დღე იმისთვის, რომ ხვალ მეტი იცოდე, ნუ დაელოდები იმ მოტივაციას, რომელიც ან მოვა ან არა, თავად იქეცი მოტივაციის წყაროდ  და დღესვე, ახლავე  დაუთმე დრო რაიმე საინტერესოს, რაც გაგზრდის და ნაბიჯის წინ გადადგმაში დაგეხმარება. არ გაფანტო ფუჭად, ყველაზე ძვირადღირებული ვალუტა, რადგან როგორც ამბობენ, ის არ ბრუნდება  შესაბამისად  შანსი, რომელიც დღეს გქონდა, იქნებ ხვალ აღარც გქონდეს.

აფვეიში გვჯერა, რომ  თვითგანვითარება  უწყვეტი პროცესია;  დისციპლინა, რომელსაც მხოლოდ მოქმედებით გამოიმუშავებ. ყოველდღიური, პატარ-პატარა დავალებების შესრულებით  სრულყოფილების მიღწევა და ისეთი მწვერვალების დაპყრობაა შესაძლებელი, რომელსაც შესაძლოა თავიდან ვერც კი წარმოიდგენდი. არ გადადო! Ეძიე, იპოვე, იმოქმედე, ისწავლე და ასწავლე, გააზიარე და მიიღე, დააკვირდი, როგორია სხვებისთვის თვითგანვითარების პროცესი და იფიქრე იმაზე თუ, რა ადგილი აქვს მას შენს ცხოვრებაში.

მხოლოდ სურვილი საკმარისი არ არის, აუცილებელია მოქმედება!

upway-ზე 6 კატეგორიაში, 300-მდე კურსს აღმოაჩენ, თუმცა ჩვენი განვითარებაც უწყვეტი პროცესია, ჩვენი მომხმარებლისთვის სიახლეების მოძიებას და თანამედროვე განათლების მიდგომების განვითარების პროცესში, მონაწილეობას განვაგრძობთ. 

Ჩვენი თვითგანვითარების გზაზე კი, გვსურს აფვეის დიდი გეგმების თანაზიარი შენც გახდე! 

      upway.ge
      Logo
      რეგისტრაცია
      Compare items
      • Total (0)
      Compare
      კალათა