Upway – ის კურსები, რომლებიც არ უნდა გამოგრჩეს

კითხვაზე, რა არის ის ერთი სფერო, რომელიც არასდროს კარგავს აქტუალობას, ალბათ, არ გაგიკვირდებათ, რომ პასუხი განათლებაა. თანამედროვე საგანმანათლებლო ბაზარზე კი, ყველაზე მზარდი მიმართულება ონლაინ თუ ოფლაინ კურსებია, ვინაიდან მათი დახმარებით ფეხს ვუწყობთ დროს და ჩვენ ირგვლივ მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებს. 

რაც მთავარია, თანამედროვე განათლების და, განსაკუთრებით, ტრენდული პროფესიული კურსების დამსახურებით, დღეს შესაძლებელია მუშაობა უნივერსიტეტის ხარისხის გარეშე, თუნდაც ისეთ წამყვან კომპანიებში დაიწყო, როგორიცაა Google, IBM, Accenture, Okta, Dell, Tesla, Bank of America, Delta Airlines და კიდევ სხვა მრავალი. გარდა ამისა, სხვადასხვა კურსის გავლა შესანიშნავი საშუალებაა იმ ცოდნისა და უნარების გასავითარებლად, რომლებიც შენი საყვარელი ჰობისთვისაა საჭირო, იქნება ეს კულინარია, ფოტო და ვიდეო გადაღება, თუ სხვა. 

სწორედ ამიტომ, ადამიანებისთვის, რომლებსაც მეტის ცოდნის სურვილი აქვთ, Upway თანამედროვე განათლებაზე მორგებულ ინოვაციურ სივრცეს ქმნის, სადაც საქართველოში არსებულ ონლაინ თუ ოფლაინ კურსებს ერთ პლატფორმაზე გაეცნობი და სურვილის შემთხვევაში, შეიძენ კიდეც. 

ვებგვერდზე ათობით პროფესიული თუ არაპროფესიული კურსია, რომლებიც 6 სხვადასხვა კატეგორიას მოიცავს. მათ შორის: 

  • პროფესიული განვითარება; 
  • ენები; 
  • ბიზნესი; 
  • ტექნოლოგიები; 
  • საბავშვო;
  • ჰობი. 

ამ კატეგორიაში შემავალი სასწავლო პროგრამებიდან, მრავლად გვხვდება ახალი თაობისთვის განსაკუთრებით საინტერესო მიმართულებებიც. 

ამიტომაც, იმისათვის, რომ თანამედროვე განათლება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს, UpWay და თიბისი ახალი თაობისთვის დამეგობრდნენ. კოლაბორაციის ფარგლებში, 5-დან 11 ივნისის ჩათვლით, Upway-ზე კურსის შეძენისას, 20%-იანი ქეშბექით ისარგებლებ. აქციის პირობები ძალიან მარტივია: 

  • ირჩევ UpWay-ზე განთავსებული კურსებიდან შენთვის სასურველს; 
  • კურსის საფასურს იხდი თიბისის მოსწავლის ან სტუდენტის ბარათით; 
  • გადახდის შემდეგ, კურსის ღირებულების 20%, მაქსიმუმ 150 ლარი, უკან მომენტალურად დაგიბრუნდება. 

თუ კურსის შერჩევას ახლა აპირებ, შენთვის 6 მათგანი გამოვყავით, რომლებიც ბოლო დროს, ახალი თაობისთვის განსაკუთრებით საინტერესოა: 

კურსის გავლის შემდეგ, შეგეძლება დამოუკიდებლად დაგეგმო, აღასრულო და შექმნა კონტენტ კამპანია. ასევე, განსაზღვრო როგორ ეურთიერთობო შენს აუდიტორიას და იმუშაო სწრაფად და ეფექტიანად. 

კურსი მოიცავს ფირის კამერასთან მუშაობის სპეციფიკას, მოდელებთან მუშაობას, ფირის გამჟღავნებისა და ბეჭდვის ტექნოლოგიას. ასევე ბევრ სხვა ასპექტს, რომლის ცოდნა ამ სფეროში შემდგომ განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. ეს კურსი შესანიშნავია მათთვის, ვინც ფირის ფოტოგრაფიას სამომავლო პროფესიად უყურებს და ასევე მათთვისაც, ვისთვისაც გადაღება საყვარელი ჰობია. 

ინტერიერის დიზაინით დაინტერესებულ ადამიანებს, კურსის გავლის შემდეგ შეეძლებათ სხვადასხვა სირთულის რენდერის შექმნა, ARCHICAD – ისა და AUTODESK 3DS MAX – ხელსაწყოების გამოყენება. 

სასწავლო პროგრამა სრულად ვორქშოპების პრინციპზეა აგებული, რაც პრაქტიკული დავალებებითა და სავარჯიშოებით მაქსიმალურ დატვირთულობას გულისხმობს. კურსის გავლის შემდეგ, შეგეძლება თეორიული ცოდნის პრაქტიკულად განხორციელება, დიზაინ პროცესების დაგეგმვა, პრეზენტაცია და დამკვეთთან კოლაბორაცია. 

E-commerce ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ბიზნესსექტორია მსოფლიოში, სადაც პროფესიონალი დეველოპერებისა და ინჟინრების მუდმივი საჭიროებაა. სასწავლო პროგრამის გავლის შემდეგ, მრავალ ტექნიკურ თუ ფუნქციონალურ პრინციპს შეისწავლი და რაც მთავარია, შეძლებ საკუთარი ძალებით შექმნა კომერციული ვებგვერდი.

ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კურსი DJ-ინგის შემსწავლელი პროგრამაა. კურსის ხანგრძლივობა 2 თვეა, რაც მოიცავს კვირაში ორ გაკვეთილს ინსტრუქტორთან ერთად და ერთ პრაქტიკულ სესიას სტუდიაში ინსტრუქტორის გარეშე. 

თუ ჯერ არ გაქვს თიბისის მოსწავლის, ან სტუდენტის ბარათი, შეუკვეთე ვებგვერდზე – www.TBCYOUTH.ge ან თიბისის ნებისმიერ ფილიალში და ისარგებლე შენთვის შექმნილი შეთავაზებებით.

upway.ge
Logo
რეგისტრაცია
Compare items
  • Total (0)
Compare
კალათა