აფვეის პარტნიორი კომპანია СX Hub 3 ნოემბერს, საქართველოში პირველად გამართავს მომხმარებლის გამოცდილების (CX) მართვის ბიზნეს სამიტს.
კომპანია CX Hub ნათია ჯიბლაძემ და ნანა ახობაძემ 2022 წელს შექმნეს. მათი მიზანია, კომპანიებს დაეხმარონ მომხმარებლის გამოცდილების სისტემური მართვის ჩამოყალიბებაში და ბიზნესის ჯანსაღ ზრდასა და განვითარებაში.
СX Hub კომპანიებს სთავაზობს მოხმარებლის გამოცდილების მართვის სხვადასხვა სისტემებსა და ინსტრუმენტებს, მათ შორის ამ მომსახურებების აუთსორსის გზით:
- კომპანიის CX დიაგნოსტიკა და სტრატეგიის შემუშავება
- მომხმარებლის კმაყოფილების კვლევები – QR კოდის, SMS-ის, Mail-ის, WEB-ში ინტეგრაციით და სხვა არხების საშუალებით
- მომხმარებლის საჭიროებების და პრეფერენციების კვლევები
- მომსახურების არხების მონიტორინგი
- მომხმარებლის მოგზაურობის ანალიზი და რედიზაინი (Customer Journey Mapping, Service blueprint)
- თანამშრომლის ჩართულობისა და გამოცდილების მართვა და კვლევები
ღონისძიების მიზანია ფართო ბიზნეს აუდიტორიას გააცნოს, მომხმარებლის გამოცდილების სისტემური მართვის მნიშვნელობა და ძირითადი მიმართულებები.
მომხმარებლის გამოცდილების მართვის მიდგომებს და წარმატების ისტორიებს გააზიარებენ სხვადასხვა ინდუსტრიაში ამ კუთხით გამორჩეული ქართული კომპანიები.
Keynote სპიკერის როლში აუდიტორიის წინაშე წარდგება საერთაშორისო CX ექსპერტი, კონსულტანტი და არაერთი წიგნის ავტორი – Shaun Belding. აღნიშნული სამიტი კომპანიების მენეჯმენტს და დამსწრე აუდიტორიას მისცემს CX მართვის მიდგომების გაცნობის, ამ კუთხით გამოცდილების გაზიარებისა და ნეთვორქინგის შესაძლებლობას.
ღონისძიების მხარდამჭერებს შორის, ერთ – ერთი სწორედ upway.ge – ა.
შეგახსენებთ, რომ ჩვენ საიტზე შეგიძლიათ შეიძინოთ CX Hub – ის კურსი ემოციური დიზაინი და ურთიერთობების მართვა სერვისში.