კურსები, რომლებიც არ უნდა გამოტოვო

აფვეისა და თიბისის შეთავაზების ფარგლებში, VISA/MASTERCARD მოსწავლე/სტუდენტის ბარათების მფლობელებს, შესაძლებლობა აქვთ 1 ოქტომბრიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით, აირჩიონ ნებისმიერი სასწავლო კურსი upway.ge – ზე და მომენტალურად დაიბრუნონ თანხის 30 %, მაქსიმუმ 100 ლარი.

აფვეი, როგორც თვითგანვითარების სივრცე, მუდმივად ეძებს სიახლეებს მომხმარებლებისთვის!

თუ სკოლის მოსწავლე ან უკვე სტუდენტი ხარ, მაგრამ საბაკალავრო პროგრამის გარდა რაიმე ახალსაც სიამოვნებით ისწავლდი ან უბრალოდ დამღლელი რუტინისგან განტვირთვა და ახალი ჰობის შეძენა გსურს, მაშინ ეს ბლოგი შენთვისაა: მარკეტინგი, ფოტოგრაფია, მუსიკა, დიზაინი, რაც არ უნდა გაინტერესებდეს, აფვეიზე აუცილებლად იპოვი.

ქვემოთ ჩამოთვლილია 10  პოპულარული კურსი, რომელიც არ უნდა გამოტოვო:

Colab – ფოტოგრაფია

Colab•კოლაბი წარმოგიდგენთ გურამ წიბახაშვილის და თინათინ კიღურაძის ფოტოგრაფიის კურსს. სასწავლო პროგრამა აგებულია ვორქშოპის პრინციპზე და მაქსიმალურად არის დატვირთული პრაქტიკული სამუშაოებით. კურსის მიზანია სტუდენტმა შეისწავლოს ფოტოგრაფიის არამარტო თეორიული მხარე და საფუძვლები, არამედ განავითაროს ხედვა, დაგეგმოს, ააწყოს, სწორად ასახოს და გადმოსცეს სათქმელი. შეისწავლოს ფოტოგრაფიის როგორც თანამედროვე ასევე საწყისი ეტაპები.

303 – PX – Film Photography

კურსის განმავლობაში ისწავლით ფირის კამერასთან მუშაობის სპეციფიკას, მოდელებთან მუშაობას, ფირის გამჟღავნებისა და ბეჭდვის ტექნოლოგიას. ასევე ბევრ სხვა ასპექტს, რომლის ცოდნა ფირზე გადაღებისთვის და ამ სფეროში შემდგომ განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. კურსი მოიცავს როგორც გადაღების, ასევე Magnolia Film Lab ში ვორკშოპებს და როგორც თეორიულ, ისევე პრაქტიკულ მუშაობებს.

Smart Academy  – UX/UI ქოფირაითინგი

UX/UI ქოფირაითინგის კურსის მიზანია სტუდენტებმა დახვეწონ წერის უნარებიისწავლონ როგორ იწერება სხვადასხვა ტიპის ტექსტი ვებგვერდისთვის, შეძლონ ამოიცნონ მომხმარებლის საჭიროებები და შექმნან შესაბამისი UX ტექსტი, სწორად მოარგონ UX/UI ქოფი ბრენდის მიზანსა და სტრატეგიას.

303 hz – Abletone live – ის ინტენსიური კურსი

წლების განმავლობაში ელექტრონული მუსიკის შექმნა დაკავშირებული იყო ბუნდოვან კვლევებთან, პროგრამებთან, რომელიც მხოლოდ აუდიო ინჟინერებისთვის და მუსიკასთან დაკავშირებულ მოკლე წრისთვის იყო ხელმისაწვდომი და გასაგები. დღესდღეობით Ableton Live-ის დამსახურებით, მუსიკოსად ჩამოყალიბება საკუთარი საძინებლის კომფორტიდანაც შეიძლება. მუსიკის წარმოების ტექნოლოგია უფრო ხელმისაწვდომი და მარტივი გახდა. კურსის განმავლობაში, გაეცნობით Ableton Live-ის ყველაზე მძლავრ და გამოსადეგ ფუნქციონალს: MIDI პროგრამირება, audio recording, warping and processing, looping editing, mixing, performing, file management, troubleshooting

smart fish – ინტერიერის დიზაინი

კურსის მთავარი მიზანია სტუდენტებისთვის იმ საბაზისო ცოდნის გაზიარება, რომელიც დაეხმარება მათ საკუთარი იდეეების განხორციელებაშიკურსის დასრულების შემდეგ სტუდენტი დამოუკიდებლად შეძლებს სხვადასხვა სირთულის რენდერის შექმნას, ისწავლის ARCHICAD – ისა და AUTODESK 3DS MAX – ხელსაწყოებს, გაეცნობა ინდუსტრიაში არსებულ მნიშვნელოვან საკითხებს.

Smart fish – გრაფიკიული დიზაინი

გრაფიკოს დიზაინერი ის ადამიანია, ვისაც საკუთარი იდეისა თუ ჩანაფიქრის ვიზუალიზაცია შეუძლიადღეს ეს პროფესია როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო ბაზარზე საკმაოდ მოთხვოვნადია.

რას ისწავლი?

  • Adobe Photoshop, Adobe Illustrator – ის ძირითადი ხელსაწყოები;
  • გრაფიკული დიზაინის ძირითადი მიდგომები, ტრენდები და პრინციპები;
  • სხვადასხვა სირთულის პროექტისთვის ვიზუალების შექმნა;
  • Art Direction – ის საფუძვლები;

Smart academy    ციფრული მარკეტინგი

ციფრული მარკეტინგის კურსის მიზანია, მოამზადოს შესაბამისი კომპეტენციის მქონე დამწყები ციფრული მარკეტერი, რომელიც შეძლებს ციფრული მარკეტინგის მიზნების განსაზღვრას და ციფრული სტრატეგიის დაგეგმვას, რეკლამის განთავსებას Facebook & Google არხებში, დამხმარე ციფრული არხების გამოყენებას, შედეგების გაზომვას და გაანალიზებას.

Commschool – კონტენტ მენეჯმენტი

Content – /kənˈtɛnt/ – არაა ქართული სიტყვა, თუმცა არ ჟღერს ურიგოდ.  კონტენტი ჩვენი ყოველდღიურობის დიდი ნაწილია, შეიძლება გაიგო, შეხედო და აღიქვა მრავალფეროვნად, ამიტომაც კონტენტია ყველაფერი და კონტენტია ყველგან. შესაბამისად დაგეგმილი კონტენტით ბევრი დიადი მიზნის მიღწევაა შესაძლებელი, მთავარია მიზანს მოახვედრო. კონტენტია ის, რაც უხარია თვალს და არ აკლია ყურსეს კურსიც ერთი დიდი კონტენტი იქნება. სავსე პრაქტიკული სამუშაოებით, სადაც  ვნახავთ, შევქმნით, შევცვლით, მერე ისევ შევქმნით საკუთარი ხელით, სხვადასხვა ციფრულ არხში, სხვადასხვა საშუალებით, რესურსით და იდეით.

Ces – songwriting და მუსიკის წარმოება

შემოქმედებითი განათლების სტუდია წარმოადგენს დიზაინის, აუდიოვიდეო და მუსიკის შემოქმედებით მედია სკოლას. ის გთავაზობთ მოკლე და ხანგრძლივ კურსებსშემოქმედებითი ხედვა და პროფესიონალიზმი არის სტუდიის მიზანიჩვენი გუნდი შეგიქმნით მეგობრულ და მშვიდ ატმოსფეროს, სადაც ნიჭიერ და შემოქმედებით ადამიანებს ექნებათ საშუალებამ იიღონ პროფესიონალური ცოდნა დიზაინისა და მუსიკის მედია სფეროებშიმუსიკის წარმოების 3 თვიანი პროგრამა დაფუძნებულია თანამედროვე მუსიკის წარმოებაზე, ტრეკის ნოლიდან აწყობაზე და პროდუსირებაზეკურსი მოიცავს როგორც ელექტრონულ, თანამედროვე, კლასიკურ, პოპ, ან კინო მუსიკის ჟანრს, ასევე სიმღერის წერას და სხვა ექსპერიმენტულ მიმდინარობებს, რომელიც უფრო საინტერესოს გახდის საკუთარი ინდივიდუალური ბგერის აღმოჩენას და შემეცნებას.

CES- Dj

DJ
ხელოვნების კურსის მანძილზე სტუდენტი დაეუფლება, როგორც მისთვის საჭირო ტექნიკურ უნარებს, ასევე შეისწავლის თეორიულ ნაწილს და DJ-ინგის კულტურის ისტორიას. უფრო კონკრეტულად, აღნიშნული კურსი მოიცავს ანდერგრაუნდ  საკლუბო კულტურის მიმართულებას. სტუდენტი მიიღებს ცოდნას თუ როგორ მოემზადოს ივენთამდე, როგორ მოიძიოს და დაახარისხოს მუსიკა, რა ტექნიკური სირთულეები შეიძლება წარმოიშვას სეტის შესრულებისას და რა შეიძლება გაკეთდეს მის გამოსასწორებლად. ასევე კურსის მიზანია უშუალო გამოცდილებების და ახალი იდეების ურთიერთგაზიარება.

არ გადადო თვითგანვითარებისკენ ნაბიჯის გადადგმა.

თვალი ადევნე ჩვენ საიტს, რომ არ გამოგრჩეს საინტერესო სიახლეები.

upway.ge
Logo
რეგისტრაცია
Compare items
  • Total (0)
Compare
კალათა